Wednesday, November 23, 2011

ნეპალი- 3

ღმერთი სამობითააო
ანუ
თავი მესამე
დასასრული...

პოხარადან ჩიტვანში ადგილობრივი ტრანსპორტით წავედით.. უფრო სწორად ადგილობრივ-ტურისტული ავტობუსით, მოკლედ შერეული ხალხით გადატენილი.. აი დიდუბის ავტოვაგზალი ხომ იცით? ერთი კაცი რომ დგას ხოლმე გარეთ და ყვირის აბაა ზესტაფონი ქუთაისი, აბააა ზუგდიდი მახინჯაური, ერთი კაციც და გავდივართ - ზუსტად ასეთი სიტუაცია დაგვხვდა.. ხალხის შემავსებელ კონტროლიორს არც დაუხედავს ჩვენი ბილეთისთვის ისე აგვსვა ავტობუსში და ბევრი ჩოჩქოლის შემდეგ ძლივს მოგვიჩინა ყველას ადგილი.. დავემშვიდობეთ პოხარას და ვიარეთ ზუსტად იმდენი, რამდენიც კატმანდუდან პოხარამდე... გზა ისევ ახლართულ-დახლართული, ისევ გადატენილი სახლებით და ბაღ-ვენახებით... განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ თუ პოხარასკენ მიმავალ გზაზე სულ გურია-ზემო აჭარა მახსენდებოდა, აქ მუდმივად ვეკითხებოდი საკუთარ თავს ნეტავ რაიმე პირდაპირი რეისი ხომ არ არსებიბს პოხარა-ახალციხე და შემთხვევით მესხეთ-ჯავახეთში ხომ არ მივდივარმეთქი : D მოკლედ, როგორც ხდებოდა ხოლმე 6 საათის განუწყვეტელი მოძრაობის დროს, დავიქანცე ...


ახლა რაც შეეხება თვითონ ჩიტვანს და ჯუნგლსაფარს. წასვლამდე ნეპალში მყოფმა ქართველებმა მირჩიეს, ჯენგლებისთვის დროს ნუ დაკარგავ, ბევრი არაფერი საინტერესოვო და მეც დიდი სურვილი არ მქონია ამ მხარეში მგზავრობის... მაგრამ რეკლამა და პიარი ჰხომ ამოძრავებს დედამიწას, ჰხოდა წავედით... ჩიტვანი, მიუხედავად იმისა, რომ კატმანდუს და პოხარას მერე ნეპალში მესამე ტურისტული ზონაა და დღეში დაახლოებით 1000 ტურისტი სტუმრობს, ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც სოფელი რუისი :\ ან ქართლის რომელიმე სოფელი, უფრო კასპის რაიონის ან ხაშურის :| მოკლედ, ჩვეულებრივი სოფელია რა... ტალახიანი გზებით და მოუწყობელი სახლებით... დაგვაბინავეს ერთ-ერთ სახლში, რომელსაც სასტუმროს ფუნქციები ჰქონდა შეთავსებული.. დაგვაბინავეს რა, ბარგი დაგვაწყობინეს და სირბილით წაგვიყვანეს ჯუნგლებისკენ, სანამ უწიმია, მოასწარით სპილოზე შეჯდომარო... სპილოემდე მიგვიყვანეს ვილისით : D
 ჰხო, ოღონდ ძვეებურზე ძველებური ვილისები რომ იყო ხოლმე, თავგადახდილი და უკან რკინის სალონში რომ ჯაყჯაყებდი.. ჩვენთან ერთად ამ გაუგებრობაში კიდევ ორი სლოვაკი და ერთი ჩეხი მოხვდა ... მოკლედ, მივაღწიეთ ამ სპოლოებს და თან გული გვისკდება ჩემმა სპილომ შენს სპილოს რამე არ უქნას და კისერი არ მოვიტეხოთო :შ რა ჩემი სპილო, შენი სპილო.... დაგვხვდა ერთი უუუუუუუუზარმაზარი სევდიანთვალებიანი სპილო, რომელსაც ზურგზე პატარა სკამი ჰქონდა მიმაგრებული... პატარა ეძახე და ოთხი ადამიანი კი მოვთავსდით მშუენივრად : ))


ჰხოდა რამდენიმე წლის წინ ეგვიპტეში ვიმოგზაურე და როგორც პირამიდების უნახაობა იქნება გამოუსწორებელი დანაშაული, ისე აქლემზე არ დაჯდომაო და შეგვსვეს აქლემზე... ოღონდ ყველა თითო-თითო აქლემზე ვისხედით და ეს აქლემები გადაბმულნი იყვნენ ერთმანეთზი.. ქარავანი იყო რა.. ჰხოდა აი შეიძელება არ მსხდარხართ აქლემზე, მაგრამ ზოოპარკში თუ არა ტვ ში მაინც ჰხომ გინახავთ როგორი ხმელ-ხმელი და არეულდარეულია... ჰხოდა სასტიკად არაკომფორტული იყო ამ აქლემზე ჯდომა.. მაგრამ მაგას ვინ ჩიოდა.. ჩემი საზიზღარი ძმა უკნიდან , თავისი აქლემიდან წიხლებს ურტყამდა ჩემს საწყალ აქლემს და ესეც უცებ გავარდებოდა მთელი ამბით და მეც ძლივს მჯდომარე, ვხტუნაობდი ამ გაძვალტყავებულ აქლემზე.. ჰხუხ... მოკლედ, ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთერთი უსასტიკესი მონაკვეთი და მაშინ ვთქვი, მორჩა, ამ გარეულ ცხოველებზე ამხედრებას აღარასდროს დავაპირებთქო.. მაგრამ, აი აღმოვჩნდი უცბაშად სპილოზე და სიასტიკე გამეორდა... მერე რა რომ სპილო გამხდარი და ძვლებამოყრილი არ არის.. სამაგიეროდ დააბოტებს ამხელა ტორებით და მარჯვენა ფეხის აწევისას შენც მარჯვნივ ვარდები, მერე მარცხნივ, მერე წინ, მერე უკან :ს :ს :ს
შევედით ასე ტვინშერყეულები ჯუნგლებში.. არ ვიცი რას ეძახიან ჯუნგლებს.. ანუ როგორი უნდა იყოს ტყე თუ ბუნება რომ ჯუნგლებად მონათლო.. მივდიოდით ჯერ ჩვეულებრივ მინდორში, მერე ამაღლებულ ბალახებში და არსაიდან ხმა არსით ძახილი...
 მომბეზრდა სპილოზე ჯდომა, არც იმ ბალახებში ვეფხვის ნახვის იმედი მქონდა და ორი ბეღურას ისედაც ვხედავდი და სრულიად საკმარისი იყო... ვეხვეწე ქართულად ნეპალელ სპილოს მძღოლს, დაგვაბრუნე სასტუმროში და ყველას ვეტყვი, რომ ვეფხვიც ვნახეთ, ჟირაფიც და ლომიც და დრაკონიცთქო, მაგრამ ვინ მისმინა... ვიარეთ, ვიარეთ ვიარეთ და ბოლოს ორი მთვლემარე მარტორქა დავლანდეთ,, ერთი პირობა ვიფიქრე ეს  მარტორქები მგონი დირექტორის გადაცმული მოადგილეები არიანმეთქი, ტურისტების მოსაზიდად, და სიმართლე რომ ვთქვა, ახლაც ასე მგონია, მაგრამ შევეცადე აღტაცება ზეაღმატებით ხარისხში გამომეხატა, რომ მალე დავებრუნებინეთ სასტუმროში...


დავბრუნდით, მაგრამ დასვენება ვინ გვაცალა.. წაგვიყვანეს სოფლის კლუბში ნეპალური ფოლკლორის სანახავად... მაგარი სანახავი იყო ყველა სახლიდან როგორ გამოდიოდა ტურისტთა ჯგუფი და ყველა როგორ მიიჩქაროდა კლუბში... კლუბი იყო ზუსტად ისეთი, სიყვარული ყველას უნდაში რომ ტანსაცმლის მოდების ჩვენებას მართავენ... ნახევრად მინგრეული სკამებით და აქა-იქ ჩამონგრეული ჭერით... გადაივსო დარბაზი ყველა ენაზე მოსაუბრე ასობით ადამიანით... დავიძაბეთ მოლოდინით და უცბაშად სცენაზე გამოცვივდნენ რამდენიმე ადგილობრივი ბავშვი ჯოხებით ხელში და ზუსტად ერთსა და იმავე ილეთს აკეთებდნენ 45 წუთის მანძილზე... ესეც ჩვენი ჩიტვანი..
.
მივედი სახლში ბუზღუნით, ეს სად წამომიყვანეთ ჰხომ ვამბობდი არ მინდათქო და უცბაშად ამ შუა ნეპალში გიტარის და კლეპტონის სიმღერა არ გავიგე?: D ვაჰხთ, ყურებს არ დავუჯერეთ.. გავიხედეთ სასტუმროს ეზოში და ცეცხლი ანთია... კოცონი... სხედან ვიღაც სიმპატიური ყმაწვილები და უკრავენ : )) მივაჭერით რა თქმა უნდა : )) ჩემდა ყველაზე მეტად გასაოცრად, ნეპალელები აღმოჩნდნენ : )) აქამდე არსად, არც ქუჩაში, არც  ტრანსპორტში, ასეთი თანამედროვე ნეპალელებისათვის თვალი არ მომიკრავს... გრძელთმიანი საყურეებიანი მოროკომოპანკო  ხალხი იყო, მე რომ მომწონს ისეთი ანუჰხთ : ))))))) დავსხედით ცეცხლთან და მიშიკომ გამოართვა გიტარა და აღაფრთოვანა სრულიად ნეპალი : )) შემოგვთავაზეს საჭმელი და უარი ვთქვით, მერე მოსაწევი და უარი ვთქვით და მერე რომი აიღეს და ამას აღარ შემოგთავაზებთ უკვე ვიცით უარს იტყვითო და იქვე დავამსხვრიე ჩემი მოკრძალებული სახის იმიჯი, რა უარი, ჩქარა დამისხითთქო : )))) ჰხოდა იმ ღამეს ვიფიქრე, რომ რა უცნაურია, ახლა ვსხედვართ ასე ღია ცის ქვეშ ეს უცნობი ადამიანები ერთად, ერთი და იგივე მუსიკით აღფრთოვანებულები და ერთი და იგივე სასმელით შეჟუჟუნებულები და ერთი და იგივე კოცონის შემყურენნი, მაგრამ იმ განსხვავებით რომ მე ამ კოცონის დანახვისას სხვა აზრები და ფიქრები, მიტრიალებს თავში და მათ წარმოუდგენელია ცეცხლის ყურებისას საკუთარი მომავალი არ ესახებოდეთ, რომ ოდესმე, თუნდაც 100 წლის შემდეგ, სწორედ ასეთ ცეცხლში დაიწვებიან : შ

მერე გათენდა... ჩავსხედით ისევ ავტობუსში და ვიარეთ ისევ 6 საათს ,... კატმანდუ დაგვხვდა ისევ ისეთი, როგორც დავტოვეთ, ქაოსური... მაგრამ ეს ქაოსი უკვე აღარ იყო შემაწუხებელი... პირიქით.. მივხვდი, რომ თუ გინდა ნახო ნეპალი, უნდა ჩახვიდე კატმანდუში.. მხოლოდ კატმანდუში, რადგან იმ ეგზოტიკას და განსაკუთრებულობას, რაც ნეპალს აქ, მხოლოდ აქ იგრძნობა, ამ არეულობაში და სიგიჟეში,  აბსურდში, სადაც ბოლომდე ვერასდროს მიხვდები სიგიჟემდე გიყვარს ეს ყველაფერი, ეს ქაოსი, თუ უსასრულოდ ვერ იტან ყველაფერ ამას... ვიბოდიალეთ ბახტაპურში, კატმანდუს მეორე ქალაქში..
 დაგვიღამდა და ქალაქის ამ მონაკვეთში შუქიც ჩაქრა... ხალხი გამოეფინა ვიწრო ქუჩებში და ქალაქი ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით.. აი ისეთით, რომელიც მხოლოდ ადგილობრივებისთვისაა და ყველა ტურისტი, თუნდაც ამ ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული, იმ მომენტში ზედმეტია... ზედმეტია, რადგან მხოლოდ ადგილობრივს თუ შეუძლია იყოს ბედნიერი იმით, რასაც სხვისი თვალი ხედავს და გონება უძლურია გაიგოს...

მერე მივედით ისევ აეროპორტში, ჩავსხედით ისევ თვითმფრინავში და ვიფრინეთ ისევ 5 საათი... დუბაის აეროპორტში ვიყურყუტეთ უკვე 22 საათის ნაცვლად 11 საათი და გაბღენძილი არაბები თავიანთი 5-5 ჩადრიანი ცოლებით აღარ იწვევდნენ ჩვენს გაოცებას... აღარც თვითმფრინავი მომეჩვენა საშიშ მფრინავ ობიექტად და აღარც ერევანი ჰგავდა თბილისის ასლს... საქართველოში დაგვხვდა სიცივე და კვერცხებზე შემდგარი სატუცის (სპყ) ქანდაკება... სხვა ყველაფერი იგივე.. იმ განსხვავებით, რომ მე ახლა ნამდვილად ვიცი, რომ ისევ ჩავჯდები თვითმფრინავში, ისევ გადავცურავ ზღვებს და ოკეანეებს, ისევ დავიღლები და დავიქანცები და ისევ ჩავალ კატმანდუში, ქალაქში, რომელიც საოცრად მიყვარს ან საოცრად მეზიზღება... წელს თუ ვეღარ, გაისად მაინც... გასად თუ არა, ორი წლის მერე.. ან სამი..ან ოთხი.. ან ოდესმე...


დასასრული

: )

1 comment:

Unknown said...

კარგი იყო! სულმოუთქმელად წავიკითხე