Tuesday, November 22, 2011

ნამასტე ნეპალ 2

.... გავუდექით პოხარას გზას და დაიწყო მეორე ეპოქა
პოხარას ეპოქა...
კატმანდუდან პოხარამდე სულ რაღაც 200 კმ -ია, მაგრამ ტრანსპორტი ამ მანძილის დაფარვას  6 საათს ანდომებს... გზა არის სულ მიხვეულ - მოხვეული, დაჩხლართულ-აჩხლართული... მიდიხარ მიდიხარ მიდიხარ და გზა არ მტავრდება...არ მთავრდება არც სახლები.. ყველგან, აბოსლუტურად ყველგან ან ვიღაც ცხოვრობს, ან ბრინჯის ყანებია თუ მინდვრები.. ნეპალში 27  მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ჰხოდა აუთვისებელი მიწა მართლაც რომ ცოდვა იქნება.. მიწის ყველა გოჯზე რაღაც ხდება... გზა როგორც მოველოდით დამღლელი აღმოჩნდა, ორჯერ დავიძინე და სამჯერ გავიღვიძე და  მაინც გზაში ვიყავით...  რაც უფრო ვშორდებოდით კატმანდუს, მით უფრო მშვიდი ხდებოდა გარემო.. კატმანდუში გამეფებული ქაოსი თანდათან ჩაწყნარდა და ბოლოს ძალიან მშვიდ ადგილს მივადექით, რომელიც ნანატრი პოხარა აღმოჩნდა. 

სასტუმრო წინასწარ დაჯავშნული არ გვქონდა, თუმცა რამდენიმე ადგილი გვეგულებოდა ღამის გასათევებლად.. ერთერთი თბილისსშივე გვირჩიეს, გვითხრეს "ბაბას" სასტუმროში მიდით, ბაბა ყველაზე მაგარი კაცია მთელს ნეპალში, მამასავით გიპატრონებთო... ჰხოდა მივადექით პირდაპირ ბაბას... პირველი რაც თვალში გეცემოდა, სისუფთავე იყო... კატმანდუს შემდეგ ეს ნამდვილი სამოთხე იყო, ამიტომ დარჩენა უპრობლემოდ გადავწყვიტეთ : ))

 მერე გამოჩნდა ბაბაც... აი რაღაც რუსული მულტფილმები რომ გადიოდა ჰხოლმე ბავშვობაში და კუ რომ იყო  პერსონაჟი, რაღაც  სავარძელში რომ იჯდა და ცხვირზე სათვალე ეკეთა და წიგნებს კიტხულობდა და ბრძნულ რჩევებს იძლეოდა, ზუსტად ეგეთი იყო ბაბა : )) რომ ლაპარაკობდა მეგონა ქართულად ლაპარაკობდა... მოკლედ კარგი კაცი იყო ბაბა : ).
ჰხოდა დავბინავდით სუფთა ოთახებში და დავიძინეთ თბილად და ტკბილად...
ბავშვობაში დამემართა ერთხელ... 4-5 წლის ვიქნებოდი, მამამ წაგვიყვანა ბაკურიანში.. ზაფხული იყო ( მას შემდეგ ზაფხულში ბაკურიანში აღარ ვყოფილვარ:შ ).. ჰხოდა სახლიდან გვიან გავედით და გზაში დაგვაღამდა, მერე ჩამოწვა ნისლი და როგორ ავაღწიეთ ბაკურიანში არ მახსოვს, ვერაფერს ვხედავდით გზად.. პირდაპირ დავბინავდით სასტუმროში დავიძინეთ.. დილით წამოვხტი ადრიანად და მივირბინე ფანჯარასთან და რას ვხედავ.. ტყე: )) დაბურული ტყე : )) ულამაზესი ხედი, რომელიც წინა ღამით ნისლში საეთოდ არ ჩანდა,.... ჰხოდა დაახლოებით იგივე მოხდა პოხარაშიც : ) გათენდა დილა, გამოვედი აივანზე, დავამთქნარე, გავიზმორე და რას ვხედავ.. ანაპურნა მიმზერს ცხვირწინ : )) დიდი წვეტიანი და თეთრი : ) 

პოხარაშიც, როგორც კატმანდუში, წინასწარ დაგეგმილი გეგმა არ გვქონია.. ამიტომ ისევ ვიყიდეთ რუკა და ისევ დავიწყეთ თვალიერება რა შეიძლება გვენახა... ბავშვებს იდეა ჰქონდათ ველოსიპედით გვესარგებლა, მაგრამ მე საკუთარი თავის იმედი ნაკლებად მქონდა და ამიტომ ისევ ყველაზე მარტივი ტრანსპორტი, საკუთარი ფეხებით სიარული ვარჩიეთ : )) 

პოხარა არის ტურისტული ქალაქი ნაკლებად, დაბა.. გრძელი ჭრელა ჭრულა ქუჩებით და უამრავი ტურისტით... გვერძე ტბით და ნავებით.. უამრავი ბარებით და ცოტა ტრანსპორტით : ) პოხარადან იწყება ყველა ტრეკი , ამიტომ ყველა ტურისტი, რომელიც მთაზე ასვლას აპირებს, პოხარაში ჩამოდის... აქ მთასვლელებისთვის მართლაც რომ სამოთხეა... რა გინდა, რომ მათთვის საჭირო ნივთი აქ არ იშოვო... ნორსფეისი ყვავის გარშემო : ))


 ჰხოდა კატმანდუსგან განსხვავებით პოხარაში გასაოცარი სანახავი ადგილობრივებზე უფრო, ტურისტები იყვნენ... ყველა ქვეყნიდან ჩამოსული ათასობით ადამიანი...ყველა ფორმის და ზომის, სიგრძის და სიგანის : ))  უყურებ და ფიქრობ აი მაგალითად ეს ადამიანი, საიდანღაც საფრანგეთიდან ჩამოსული, ანდაც ეს ინგლისელი ქალი, ან ეს სკანდინავიელი ცოლ-ქმარი, რომელთაც ზუსრგზე 1 წლის ბავშვი და დიდი ჩანთები მოუკიდებიათ და ეს ხმაურიანზე ხმაურიანი იტალიელები, ჰხომ ცხოვრობენ თავისთვის თავიან ქვეყანაში და მათი არსებობა ჩემთვის ისეთივე უმნიშვნელოა როგორც ჩემი არსებობა მათთვის და ჰხომ ისევე უცხოები არიან ჩემთვის, როგორც მე მათთვის, მაგრამ ახლა, ამ წამს, აქ, ამ პოხარაში, ვხვდებით ქუჩაში ერთმანეთს, ვუღიმით გულით და ვეუბნებით ყველა ტურისტისთვის უცხო, მაგრამ გამშობლიურებულ სიტყვას "ნამასტე" და ვუკრავთ თავს და ვაგრძელებთ გზას ჩვენ ჩვენი ცხოვრებისკენ , მაგრამ ამ ერთ სიტყვაში რამდენ რამეს ვგულისხმობთ, ვაჰხთ შენც აქ ხარ? რა მაგარია... მაგარია რომ ყველანი აქ ვართო : )) ჰხოდა კიდევ ერთხელ მივხვდი იმას, რაც განსაკუთრებით მიყვარს მთა-ტყეში ხეტიალისას - მთა აერთიანებს ყველას, ყველას განურჩევლად სქესისა, ასაკისა, რასისა და მრწამსისა : )

ჰხოდა ამ მილიარდი რჯულის ადამიანს შორის შენც ერთ-ერთი მილიარდთაგანი რომ მიდიხარ გაფაციცებული თვალებით და ყველა კენჭს და კუნჭულს რომ სურათს უღებ და სადღაც პარალელურ სამყაროში რომ ხარ და უცბაშად ქართულად, ჰხო ქართულად ერთ ერთი იმ უცხო ადამიანთაგანი რომ გეუბნება, გამარჯობა პატაპუტინა ჰხომ შენ ხარო, ძალიან მაგარია : )))

პოხარაში პირველი გაჩერება იყო ღამურების გამოქვაბული... რატომ წავედით იქ არ ვიცი, ან გზამ მიგვიყვანა თავისით, ან სხვა რამეზე ვფიქრობდი იმ დროს : )) თორემ ღამურების გამოქვაბული, თვითონ სახელი გვეუბნება, სად მიდიხარ, დაეტიე სახლშიო : )) გამოქვაბული იყო ისეთივე როგორც ყველა გამოქვაბული, მანამ სანამ ზემოთ აიხედებოდი... ზემოთ ხდებოდა ჯოჯოხეთი... ათასობით ღამურა :////ჩამოკიდებულები თავდაყირა, რომელთაც ერთი დაფრთხობა უნდათ და მორჩა... შენGან არაფერი დარჩება... ჰხოდა ამ ფიქრებში ხარ გართული, როცა უცბაშად ხედავ ვიღაც გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანები, როგორ იღებენ სურათბს განსაკუთრებით ნათელი განათებით ღამურების ფონზე :}|} ჯერ ერთი ღამურა შეშფოთდა და შეარხია ფრთა და მერე მეორემ ასწია თავი და სანამ  ყველა ერთად წამოფრინდა ვეძგერეთ ამ უცხოელებს ისეთი მოძრაობით, ვანდამი თუ შვარცნეიგერი რომ ბოლო წამს გადაარჩენს ჰხოლმე დედამიწას განადგურებისგან  და ვიკივლეთ ნო ფოტო, ნო ფოტო : )))))


მერე დავსხედით ნავში და  გავცურეთ ტბაში... 

ტბა ირეკლავდა  ჰიმალაის და ვფიქრობდი რომ  ამ სილამაზით უნდა დავმტკბარიყავი დანარჩენი დღეებიც, მაგრამ ნურას უკაცრავად : )) ის დღე იყო და მორჩა... დაიწყო წვიმების სეზონი, ჩამოწვა ნისლი და მას შემდეგ თვალით აღარ მინახავს აღარ მთა, აღარც თოვლი, აღარც ანაპურნა და აღარც ჰიმალაი :შ

დანარჩენი დღეები პოხარაში იყო ერთი შეხედვით მრავალფეროვანი, მაგრამ მუდმივად წვიმიანი და ნისლიანი... ვნახეთ ძველი ბაზარი, რომელსაც ტურისტები ნაკლებად სტუმრობდნენ და ადგილობრივების რეაციიდან მივხვდი, რა ცუდი ყოფილა ვიღაც რომ ეგზოტიკურ ადამიანად აღგიქვამს და გამოცებული გიყურებს, როგორც უცხოპლანეტელს...კიდევ ერთხელ გადავცურეთ ტბა და ავედით მშვიდობის ქანდაკებაზე თუ ციხეზე თუ ტაძარზე.. მოკლედ, ბუდას ეკლესიაში : ) გზაში სამშობლოს ნოსტალგია შემომაწვა და მთელი ხმით და მთელი გულით ვიმღერე სულიკო : )) იმედია სხვა ტურისტები ვერ მიხვდნენ რომ ქართველი ვიყავი თორემ სულ დაეკარგებოდათ საქართველოზე წარმოდგენა : )) გზაში იწვიმა, ისე ბათუმში რომ წვიმს ხოლმე ... წვიმა რომ უკვე წვიმა კი არა თქეშია  .. ვიყავით მდინარეზე და მერე ამოვყავით თავი რაღაც სანაპიროზე, სადაც იშლებოდა პირდასაღები ამბავი,,,ქვით დაფარულ სანაპიროზე შესეული იყო ასობით ადამიანი, რომლებიც ჭიანჭველებივით დასეოდნენ ქვებს და ასოფთავებდნენ ქვიშას, ვიყავით დამფუსში, მთიან სოფელში, საიდანაც მზიან ამინდში იშლებოდა ულამაზესი ხედი, ჩვენ კი მხოლოდ ნისლი ვნახეთ.... საღამოობით  დავბოდიალობდით ქუჩებში და მე ვიყიდე მგონი ყველა შარფი, რაც კი ნეპალში იყიდებოდა : )) მერე ვისხედით ბარში, ვწრუპავდით რომს და ვლაპარაკობდით ძირითადად ქართულ საჭმელზე : )))


ის ზღაპარი ჰხომ გახსოვთ, კაცი რომ ტყეში წავა და ულამაზეს ქალს ნახავს და ის ქალი რომ ეტყვის თუ სამუდამოდ ჩემთან დარჩები, ყველაფერი გექნება რაც გინდაო და რომ დარჩება და რომ ცხოვრობს ბედნიერად და უცებ რომ გაუვლის და თავის ქოხში წასვლა რომ მოუნდება და რომ მოკვდება თუ რაღაც, დაახლოებით იგივე დაგვემართა : )) მოგვწყინდა წყნარი და სუფთა და ცივილიზაციასთან ახლოს მყოფი პოხარა და მოგვენატრა ჩვენი ქაოსური კატმანდუ : )) პოხარადან კატმანდუში წასვლა ჩიტვანის გავლით გაადვწყვიტეთ...თუმცა ამაზე მერე.... : )






2 comments:

Anonymous said...

gagrdzeleba mindaaaaaaa:))))))

anonimous said...

////