Monday, June 27, 2011

ნჯკ;ლნჯკნჯ;კ


ვერ ვიტან ჩემს თავს დაიმედებულს...
იმედის პატარა ძაფს რომ ძლივს ჩაავლებს ჰხოლმე ფრჩხილს
და
მერე რომ თანდათან არღვევს თავის მომავალს
და
ისეთ დიდ აბლაბუდას გამოაცხობს,
რომ
თვითონვე იხლართება
და
იჯერებს , რომ
ამ ძაფით შესაძლოა ის ამოქარგოს,
რისი
არსებობაც თვითონვე არ სჯერა...

ვერ ვიტან, ჩემს თავს უიმედოს
ყველა კოშკის ყველა კარი რომ ერთად ჩაეცხრაკლიტურება ჰხოლმე ცხვირწინ
და
გარს უვლის უმიზნოდ,
არც ლოდების შენგრევას ცდილობს
ზის
და
უმზერს
როდის ჩამოიშლება კედელი წყლის წყვეტივით,
როდის გალღვება
და
აორთქლდება....

ვერ ვიტან ჩემს თავს ოქროს შუალედში
მყოფს
ისე რომ დატივტივებს დროში
თითქოს ზღვის ტალღებზე ნებივრობდეს
და
თითქოს
თავის ყველა უჯრედს ერთიანად გრძნობდეს
და
აკონტროლებდეს
რომ
მარჯვენა ნახევარსფერო
მეათასედისათასობით უფრო მძიმე არ აღმოჩნდეს
მარცხენაზე
და
არ გადაიხაროს...

ვერ ვიტან ჩემს თავს, რომელიც ვერ იტანს თავის თავს
და
რომელიც ფიზიკის მასწავლებლივით დასტრიალებს დაფასთან გამოჩახებულს
რომ
ერთი პატარა შეცდომა მაინს დაინახოს
და
საშემოდგომო გამოაყოლოს....

ვერ ვიტან ჩემს თავს, რომელიც ცდილობს
დამჯერი მოსწავლესავით კარგად მოიქცეს
და
გულდასმით მიაპყროს სასმენელნი საჩინონი იგი თვალთა, გულთა და ყურთა....




ვერ ვიტან ჩემს თავს
დაბრძენებულს
გასულელებულს
დაჭკვიანებულს
დადუმებულს
ახმაურებულს
ცენტრში მდგომს
კუთხეში მიმალულს
თავს ათას კაცს შორის
და
თავს უდაბნოში მარტოდმარტო მყოფს
ბარში
ავდარში
წუიმაში
მზეში.............






....დაეყრდნო თავსა შენსა, რათა არ დაეცე
შეიყვარე თავი შენი ნუგეშისცემისთვის
და
ყოველ დილით, სალამ/ქალამი უთხარი თავსა შენსა
სიტყვა პასუხის გასაგონად....

ბედნიერებაა რომ ვარსებობს
თორემ
მერე გენახათ თქვენ ნაღველი........

No comments: