Thursday, August 19, 2010

გსდგწე


ჩაბარგება

აბარგება

და

წაბარგება

მაგარი რამეა...

ყოველთვის იცი რომ

როცა უკან მობარგდები

ცოტათი მაინც მეტი იქნები...

ანუჰხთ

წაბარგებულს + ახალი თავგადასავლები+ახალი მოგონებები+ახალი ადამიანები+ახალი წარსული + ცოტა ახალი მომავალი = მობარგებას


ჰხო აი ეს ცოტა ახალი მომავალი აუცილებელი რამეა.

ყოველთვის როცა წელიწადის დროებს დაყოფ

შვებულებამდე და შვებულების შემდეგ

რეალური ახალი წელიც მაგ დროს დგება შენს ტვინში..

ანუ იცი რომ

ახალი დაიწყება მას შემდეგ, როცა ჩამოხვალ...

მერე რა რომ ეს ახალი შეიძლება საერთოდ არ დაიწყოს..

მთავარია, გეგონოს...


თუმცა ზოგჯერ წარმოდგენები მხოლოდ იმიტომ კი არ რჩება წარმოდგენებად

რომ

არ რეალურდება,

არამედ იმიტომ რომ

გადაჭარბებულად რეალური ხდება...

აი ისეთი, რასაც ვერც კი წარმოიდგენდი..


შარშანდელმა შეწყვეტილმა შვებულებამ ხათო ასვა დასვა

და

სხვა ცხოვრება

ში

ჩამოსვა...


და ახლა ჰხათო ზის და ფიქრობს კიდევ დარჩეს ცოტა ხანს

ამ ახალ ცხოვრებაში

თუ

მორიგ შვებულებას

მორიგი ახალი ცხოვრება შესთხოვოს : )



ჰმ....



მაგალითად აი ასე

”არქეოლოგი გავხდებოდი” - სთქუა მან და გახდა არქეოლოგი............





პ.ს. 3 წლის წინ სვანეთიდან წამოღებულ ქვებს დავაბრუნებ

მგოოოონი


ოღონდ ჯერ ჩუ

არ გადაიფიქრონ



:ც

1 comment:

Anonymous said...

vaah:) gaumarjos xatos.
Zalian kargia zogjer realobas rom g-a-a-a-rarealureb xolme. aseTad aRviqvi es postic.