Saturday, August 14, 2010

ჰლ/ჰ/ლ


აგვისტო

14 აგვისტო

მზე მზე მზე მზე

სიცხე

ზღვა

შვებულება

შვებულების მოლოდინი...

აგვისტო


ჩემ თავს იმდენი ხანია ვეთამაშები რამდენი ხანიც ჩემი თავია და არა სხვისი


უცებ რაიმე სიტყვას ვეტყვი

და

უნდა სწრაფად ჩამომითვალოს 120აციები..


აი მაგალითად სიტყვა ”მაყვალი”

ეკალი

დილით ადრე ადგომა

სოფელი

პატარა ჩაიდანი

და ჩემი ძმა..


ეს სიტყვები ყველა ინტერნეტზე უფრო უსწრაფესად დასერჩა ჩემმა ტვინმა..

ჰხოდ იქიდან დაივიწყე

რომ

სიტყვა ”აგვისტო”

ყოველგვარი დაფიქრების გარეშე 120ირდებოდა იმ სიტყვებთან რაც დასაწყისში დავწერე...


ჰხოდა შარშან კიდევ წავითამაშე

და

აგვისტომ სხვა სიტყვები ამომიყარა ტვინის ფანჯრებში...


მინდოდა შარშან დამეწერა, მაგრამ ვიფიქრე რომ ჩემს თავში ვირუსია

და

დრო კიდევ ანტივირუსია

და

ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს...


შარშანაც მეგონა

და

წელსაც მგონია

და

ალბათ მომავალ წელსაც

და

სულსულ ყველა წელს

მეგონება

რომ

ოდესმე ყველაფერი ისევ ისე იქნება

როგორც

იყო

რომ ”აგვისტო”

ისევ ზღვას გამახსენებს

და

რომ აგვისტო

ისევ მზესთან და სიცხესთან 120რდება

და

რომ აგვისტო

სხვა არაფერია თუ არა დასვენება და განტვირთვა

და

რომ აგვისტო

მოლოდინია,

ახლის მოლოდინი...


და რომ ის რაც შარშან წინ იყო,

მხოლოდ პროგრამაში გარღვევაა...

რომ სადღაც ჩემს მეხსიერებაში ფორმულა აირია

და ყოვლად აგვისტოსთვის შეუფრებელ ინფორმაციებს მისერჩავს...

რომ

აგვისტო ყოველთვის მზეა და ნათელია

და

მზეში და ნათელში კი სისხლი არ შეიძლება

და

სიკვდილი არ შეიძლება

და

ომი არ შეიძლება

და

რომ

აგვისტო სიყვარულისთვისაა...


დედამიწაზე სიყვარულისთვის,...............






ძველებურჩვეული აგვისტო სულ ისე მოსწყურდა

როგორც

დაჭრილ ირმების

გუნდს

წყარო

ან

კარა.....





















მანამდე კი

ტვინგოოგლ..

14 აგვისტო

სერჩ


იგოეთთან არიან..

ახალგროში გადასულან...

ამბობენ თბილისისკენ ისევ აპირებენ წამოსვლასო

თვითმფრინავები საეჭვოდ დაფრინავენ დაბლა

მობილურები ისევ არ მუშაობს წესიერად

ანის ვერ ვუკავშირდები

ნეტავ როგორ არის

როგორ არის

ნეტავ როგორ არის....








პუღ ლა მუღ........


1 comment:

Anonymous said...

agvistoze es maxsendeba :
გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი. რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი. ...
da kidev is rom unda cxelodes da
raracnairi carieli Tvea miuxedavad yvelafrisa...isveneb da morCha.(nu Cemtvis esea...)