Wednesday, August 4, 2010

კც უტმყჯტ


კარგია, რომ მე და შენ სულ მცირე

ორნი მაინც ვარ

ჰხათო...

მომაბეზრებელი იქნებოდა მონოლოგი...

თუმცა ზოგჯერ დიალოგიც მომაბეზრებელია..

განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ მთელი ძალით და ენერგიით ცდილობ დამიმტკიცო

ის

რაზეც არ  გეკამათები

და

გიყურებ მშუიდად..

შენ კი ძარღვები გეჭიმება კისერზე

და

თვალები გიფართოვდება ჩრდილოეთიდან სამხრეთით...

იოგები იძბება და გამოცემენ

ჯერ კიდევ

ვერ აღმოჩენილი აფრიკული საკრავების ხმას....

ამ დროს, მე ვხვდები სა20რად მშუიდი

და

შენი რისხვის გამონაბოლქვი ჩემში ზღვას ვერ აღელვებს..

პირიქით..

პირიქით..

ამ დროს განსაკუთრებით მიხარია, რომ

მე მარტო არ ვარ..

რომ შენ მყავხარ

და

შენ მაინც შეგიძლია ის

რაც მე არ შემიძლია, 

მხოლოდ იმიტომ, რომ

მინდა შენ შეგეძლოს....



ხანდახან მე და შენ მაგრად ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს

და

ქუჩებში ვსეირნობთ..

შენ გიყვარს თამაში, თითქოს პირველად მიაბიჯებ მშობლიურ ქალაქში

და

მე მოთმინებით გიყვები თითოეული სახლის ისტორიას...

შენ აღფრთოვანებას ვერ მალავ  ჩემი მოგონილი ისტორიებით

და

მე ამაყი ვარ, 

როგორც გულუხვი მასპინძელი,

რომელმაც ყველაფერი გაიღო სტუმრისთვის და ახლა მოთმინებთ ელოდება

როდის დარჩება მარტო თავის კმაყოფილებასთან...


ხანდახან

მე და შენ დიდობანას ვთამაშობთ..

ამ დროს ერთმანეთს თვალებში არ ვუყურებთ,

იმიტომ რომ ვიცით, ერთმანეთს რომ გადავაწყდეთ

თვალები გადაგვიღიმილდება

და

ჩვენი ტყუილი შესამჩნევი გახდება..


ხანდახან

მე და შენ ყავას ვსვამთ

და

ნამცხვრად იმ ისტორიებს ვაყოლებთ

რომელიც მხოლოდ ჩვენ გადაგვხდა თავს

და

რომლის გამხელაც სხცებისთვის აკრძალულია,

მხოლოდ იმიტომ,

რომ

მათ ჩვენზე ადრე დატოვეს ჩვენი სიზმარი...



ხანდახან

მე და შენ

უბრალოდ ვდუმვართ..

სულსულ უბრალოდ

და

მე მაშინ მეშინია 

ძალიან მეშინია, 

რომ

შენ ისევ არ გახდე 

ის

და

მე ისევ არ გავხდე 

მე



ზოგჯერ როგორი კარგია ჩვენი მხოლობითობა ჰხათო...



2 comments:

babisa said...

momewona
ai just shesabamisi lamazi satauri aklia :]

Anonymous said...

მე ამაყი ვარ,

როგორც გულუხვი მასპინძელი,

რომელმაც ყველაფერი გაიღო სტუმრისთვის და ახლა მოთმინებთ ელოდება

როდის დარჩება მარტო თავის კმაყოფილებასთან...

auuu es ra sityvebi gadmoabnie margalitebad, sa-gooollll, magari iyo, xatooo.
p.s. sataurs xeli ar arxlo genialuriaaa.