Wednesday, July 14, 2010

ჰლჰ’ლკ


რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ

ადამიანი

სრულყოფილი იბადება...

ყველანაირი თვალსაზრისით სრულყოფილი...

და დროთა განმავლობაში

განვითარების ნაცვლად

დეგრადაციას განიცდის...


ჰხოდა თუ ადამიანი სრულად ყოფილი იბადება

ანუჰხთ მასში თავიდანვეა ჩადებული ყველა ის თვისება

რომელიც მომავალში წარმოიჩენს

თუ

წარმოაჩენს თავს...


მოკლედ სრულყოფილებამდე ახლა

ნამდვილად ბევრი მიკლია...

მაგრამ

25 წლის წინ არა და

26 წლის წინ კი

შსაძლოა ისა.... :ც


ჰხოდა რატომ დავიწყე ეს ყველაფერი...


ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ჩემში ვირტუალური ურთიერთობებისკენ სწრაფვა

გლობალიზაციამ

და

ინტერნეტიზაციამ

და

კომოიუტერიზაციამ განაპირობა...


არაფერიც!



ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში მშუენივრად ვახერხებდი

ამეკრიფა შემთქვევითი ნომრები ტელეფონზე

და

პირველივე შემხვედრთან გამება საუბარი...


ჰხო, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2 კლასის ჩათვვლით 24 ასო/ბგერას ვერ გამოვთქვამდი

მეეჭვება

ამას საუბარი არ ერქვა..

უფრო გაურკვეველი ბგერათაშეთანხმებები იყო,

მაგრამ

ამას რა მნიშვნელობა აქვს...


ჰხოდა ეს ამბავიც მაშინ დაიწყო...

მე2 მე3 კლასში...

ერთხელაც სახლში მოსულმა რაღაც ნომერი ავკრიფე

და

პირველივე ”ალოზე” შემხვედრ ქალბატონს

იმ დღის ქართული ენის გაკვეთილი ჩავაბარე...


მახსოვს, როგორ მომისმინა ბოლომდე მოთმინებით,

როგორ შემაქო

და

მთხოვა, კიდევ დამერეკა მისთვის...


ეს უკვე ვირტუალური ურთიერთობის სხვა ასპექტში აგადსვლა იყო..

აი დაახლოებით ისეთი

ახლა სადმე რომ დაპოსტო

და

ვინმე გამოგეხმაუროს

და

მერე სკყპეში ჩამატება გთხოვოს

: ))


მახსოვს კიდევ რამდენი ვიფიქრე მეორე დღეს

ამეკრიფა თუ არა იგივე ნომერი

და

ბოლოს ისევ დავრეკე

ასე გაგრძელდა კარგა ხანს,

ვრეკავდი და ტელეფონი ვამბობდი ყველა ლექსს რაც კი გამეგონა,

ტელეფონში ვკითხულობდი ყველა მოტხობას, რომელიც მეორე დღისთვის მქონდა სასწავლი

ტელეფონშივე ვყვებოდი ვეფხისტყაოსნის გაუთავებელ სტრიქონებს

და

ტელეფონის ყურმილიდან ვგრძნობდი

სითბოთი და მოთმინებით სავსე დუმილს...


მხოლოდ ის გავიგე რომ ამ ქალბატონს ნინო ერქვა..

და

კდიევ ის, რომ

ჩემი ასაკის შვილიშვილი ჰყავდა - ნინო...



ერთ დღესაც, მორიგი დარეკვის შემდეგ

როდესაც ჩემმა ლაპარაკმა ტელეფონში ნახევარ საათს გადააჭარბა,

მან ძალიანძალიან მოწიწებით მომიხადა ბოდიში

და

მთხოვა, რომ საღამოსთვის გადამერეკა მისთვის,

რადგან

ძალიან აგვიანდებოდა მეზობლის ქორწილში : )))


შევპირდი რომ დავურეკავდი..


მაგრამ ხომ ვამბობ, ყველა თვისება ადამიანში თავიდანვე ჩადებულიათქო...


ჰხოდა ხათომ უთხრა ხათოს, რომ ეს მხოლოდ მიზეზი იყო..

რომ მის ვირტუალურ მეგობარს აღარ სურდა მასთან მეგობრობდა

რომ სრულიად გამიზნულად მოიმიზეზა ქორწილი

რომ

ხათომ შეაწუხა ქალი თავისი გაუთავებელი ლაპარაკით...



მოკლედ მას შემდეგ აღარ დამირეკავს

აღარასდროს

: )



მაგრამ სამყაროში რომ არაფერი მთავრდება

იმიტომ

რომ

არაფერი იწყება....




ზუსტად 15 წლის შემდეგ გავიცანი ნინო...


ნორვეგიული ენის შესწავლის სურვილმა ბავშობაში დაწყებულ ისტორიას მეორე სერია უსახსოვრა : ))


და ერთხელაც, შემთხვევით მისი ტელეფონის ნომრის ჩაწერისას

მიყოლებით ამოტივტივდა ჩემს თავში ყველაფერი...


ასე თუ ისე

მე

ჩემი ბავშვობის ვირტუალური მეგობრის შვილიშვილი ვიპოვნე : )

აი ის ნინო

რომელზეც მიყვებოდა

რომ

ჩემი ტოლი იყო,

რომ ჩემსავით უყვარდა ლექსების თქმა : )




და აი გუშინ,

თითქმის 20 წლის შემდეგ

პირველად ვნახე ჩემი დიდი ვირტუალური მეგობარი...

ვნახე ისე, როგორც არ უნდა მენახა...

ვნახე

და

ვერ ვუთხარი

რომ

მე ის ვარ..

ჰხო ის, რომლის ზარსაც თურმე ყოველ დღე ელოდა

და

თურმე მართლა დიდი ინტერესით ისმენდა ჩემს სატელეფონო ბუტბუტებს : )



ჰხოდა გუშინ ვუყურებდი

და

თვალწინ ბავშვობისდროინდელი წარმოსახვები ერთმანეთს ენაცვლებოდა...

მახსოვს, როგორი იყო იგი ჩემს წარმოსახვაში...

როტორი წარმომედგინა სახლში ის ადგილი, სადაც მისი ტელეფონი იდო

და

ტელეფონში ყოველი ზარის გახსვლის შემდეგ,

მახსოვს

როგორ ვხედავდი გონებაში მის ნაბიჯებს, რომელიც ტელეფონს უახლოვდებოდა...





ჰხოდა ახლა ნამდვილად ვიცი

რომ

ყოველი დაფარული ადრე თუ გვიან განცხადდების...


და

რომ 20 წლის წინ დაწყებული ვირტუალური მეგობრობა

ახლა უკვე რეალურად გაგრძელდება...

რეალურ სამყაროში

და

ამ ყველაფრის შემდეგ როგორ არ დავიჯერო

რომ

შესაძლოა, თქვენ ყველანი

მართლა რეალური ადამიანები ხართ

და

რომ

მართლა შეიძლება

თქვენი დანახვა

და

თქვენი მოსმენა...


მერე რა, თუ ეს შესაძლოა 20 წლის მერე მოხდეს...

მერე რა, რომ

შესაძლოა

არც არასდროს მოხდეს...


მთავარია, რომ ბუნებაში მართლა არსებობს ის

რაც

არ არსებობს


: )

6 comments:

Unknown said...
This comment has been removed by the author.
Anonymous said...

"ჰლჰ’ლკ"rogorc TviT posti satauric zalian magari iyo...:)

Anonymous said...

xatooo
aq xart?

babisa said...

ჰოომ :\

Unknown said...

romel ninozea saubari..davintrigdi :D

Anonymous said...

au dawere ra rame, vTqvaT, 'ჰბჰწხდ'
ან 'ჯნწწ', ან სულაც 'ჰეფცეხნბბუჯნ'..
oRond dawere rame...kiTxva momenatra.