Tuesday, June 22, 2010

სადღაც წავიკითხე
თუ
ვიღაცამ თქვა..
რა მნიშვნელობა აქვს,
უბრალოდ მე არ მომიფიქრებია : D
რომ
ადამიანს ყველაზე სასაცილო
და
უნიღბო სახე წაქცევისას აქვს...
აი ფეხს რომ წამოკრავს რამეს
და
სანამ დაეცემა
წამის იმ გაელვებაში მის სახეს თუ მოჰკარი თვალი..
ჰხუხ
სასაცილო კი არ არის
აი ისეთია,
თვალებზე ხელის აფარება რომ მოგინდება : )

თვეზე მეტია გაუ ში დავდივარ რაღაც კურსებზე
ჯგუფში 7 ნი ვართ..
ლექცია საღამოს გვეწყება
სამსახურებიდან დაღლილ-დაქანცულები რომ მივდივართ,მაშინ..
მოკლედ, ისეთი დაშტერებულები ვართ ხოლმე ყველა
რომ
ერთმანეთ8ის გაცნობის
არც
თავი გვაქვს
და
არც სურვილი... : )
ასე თუ ისე
დანარჩენი 6 ჯგუფელის სახელით ჯერ არ დავინტერესებულვარ..
არც იმაზე მიფიქრია
ნეტავ
ვინ როგორია
სინამდვილეში..
ლექციის გარეთ,
ცხოვრებაშიმეთქი...

ჰხოდა დღესაც, ასე გამმოლექციავებული სახეებით მჯდომებს
თუ
მსხდომებს
უცბაშად ოთახში ღამურა შემოგვიფრინდა...
ჰხუხ
დაფრინავდა წამში 180 კმ სიჩქარით
და
ასკდებოდა კედლებს..
ჰხოდა ისა..
ყველაფერი უცებ ისეთი ნათელი შეიქმნა
ვინ
როგორ და რანაერად
და
რისთვის
და
ვისთვის

კი არა და

ისეთი სისწრაფით აღმოჩნდა რამდენიმე მაგიდის ქვეშ
და
ზოგმა ისე გააგრძელა დავალების შესრულება ვითომც არაფერი
და
ერთი ორიც ისე გამკინავად კიოდა
და
მე კი ისე მშვიდად ავდექი ოთახიდან
და
გავედი გარეთ
და მოვიხურე კარები
რომ
არც მიფიქრია, სხვებისთვისაც მეთქვა,
გამოდით გარეთ
მეთქი...



როგორც მაშინ....


ანუჰხთ

როგორც თავიდან იყო ნათქვამი
ისე
იქნება
ყველაფერი...

No comments: