Tuesday, June 22, 2010

სადღაც წავიკითხე
თუ
ვიღაცამ თქვა..
რა მნიშვნელობა აქვს,
უბრალოდ მე არ მომიფიქრებია : D
რომ
ადამიანს ყველაზე სასაცილო
და
უნიღბო სახე წაქცევისას აქვს...
აი ფეხს რომ წამოკრავს რამეს
და
სანამ დაეცემა
წამის იმ გაელვებაში მის სახეს თუ მოჰკარი თვალი..
ჰხუხ
სასაცილო კი არ არის
აი ისეთია,
თვალებზე ხელის აფარება რომ მოგინდება : )

თვეზე მეტია გაუ ში დავდივარ რაღაც კურსებზე
ჯგუფში 7 ნი ვართ..
ლექცია საღამოს გვეწყება
სამსახურებიდან დაღლილ-დაქანცულები რომ მივდივართ,მაშინ..
მოკლედ, ისეთი დაშტერებულები ვართ ხოლმე ყველა
რომ
ერთმანეთ8ის გაცნობის
არც
თავი გვაქვს
და
არც სურვილი... : )
ასე თუ ისე
დანარჩენი 6 ჯგუფელის სახელით ჯერ არ დავინტერესებულვარ..
არც იმაზე მიფიქრია
ნეტავ
ვინ როგორია
სინამდვილეში..
ლექციის გარეთ,
ცხოვრებაშიმეთქი...

ჰხოდა დღესაც, ასე გამმოლექციავებული სახეებით მჯდომებს
თუ
მსხდომებს
უცბაშად ოთახში ღამურა შემოგვიფრინდა...
ჰხუხ
დაფრინავდა წამში 180 კმ სიჩქარით
და
ასკდებოდა კედლებს..
ჰხოდა ისა..
ყველაფერი უცებ ისეთი ნათელი შეიქმნა
ვინ
როგორ და რანაერად
და
რისთვის
და
ვისთვის

კი არა და

ისეთი სისწრაფით აღმოჩნდა რამდენიმე მაგიდის ქვეშ
და
ზოგმა ისე გააგრძელა დავალების შესრულება ვითომც არაფერი
და
ერთი ორიც ისე გამკინავად კიოდა
და
მე კი ისე მშვიდად ავდექი ოთახიდან
და
გავედი გარეთ
და მოვიხურე კარები
რომ
არც მიფიქრია, სხვებისთვისაც მეთქვა,
გამოდით გარეთ
მეთქი...



როგორც მაშინ....


ანუჰხთ

როგორც თავიდან იყო ნათქვამი
ისე
იქნება
ყველაფერი...

Monday, June 21, 2010

<>



ერთი ნახვით შეყვარება






<3




კი არა და





დეიდა

გავხდი

და

დეიდაჩემი შემიყვარდა

კიდევ

უფრო

ძალიან.........










Tuesday, June 15, 2010

;\

ეს იყო შარშან...


მაშინ დღევანდელზე უფრო იშვიათად ვიხედებოდი "კარავის" სხვა თემებში..

ანუჰხთ, მოკლედ რომ ვთქვა

"აუჰხთ რაღაც მინდა ვსთქუას" არ ვიყავი გაცდენილი...

მაგრამ ერთ დღეს თვალი მოვკარი თემას

"კარვის ნომინაციები"

და

შევიჭყიტე...

რაღაც ბევრი აქეთური თუ იქეთური ნომინაცია იყო ჩამოითვლილი

აი ისეთები

რომ წაიკითხავ


ამიოხვდები, შენ არცერთ მათგანს 10 მეტრითაც ვერ მიუახლოვდები,

ჰხოდა კიდევ ერთი ნომინაცია იყო

სპეციალური პრიზი თუ რაღაც მაგდაგვარი ერქვა..

მოკლედ, მიველ წავიკითხე, გამოვედი

და

გადამავიწყდა

რაღათქმა უნდა...

მერე იმისთვისაც აღარ შემიხედავს, რომ მენახა

ვინ

და

როგორ

და

რანაერად გაიმარჯვა...

მოკლედ გადამავიწყდა..

მაგრამ გადავიწყებაც ხომ გავლადია...

ჰხოდა კიდევ მორიგ ერთ დღესაც

კარავზე PM დამხვდა...

ვარვარა მწერდა, ძალიან გთხოვ, დღეს საღამოს თაღლაურაში მოდიო...

ძალიან არ მინდოდა წასვლა

მახსოვს..

ძალიან, ძალიან...

მაგრამ ისე მთხოვა, რომ....

მაშინ ვთქვი კიდეც, აი სხვას რომ ეთქვა, ვეტყოდი, რომ

აუ იცი დღეს საღამოს რაღაც ხდება,

მაგრამ ვარვარას მაგას..

არა, ვარვარას ვერ...

მოკლედ მივედი....

ჰხოდა თურმე იმ უკვე დავიწყებული ნომინაციების დაჯილდოვების ცერემონიალზე ამოვყავი თავი..

და

ბევრი რამ რომ ხდება სა20არი ამ ქვეყანაზე

აი ისეთი

სიზმარადაც რომ არ მოსჩვენებიათ ჩვენს ფილოსოფოსებს,

ეს ხომ ისედაც იცი

ჩემო ჰხორაციო

კი არა და

მოკლედ, თურმე სპეციალური ნომინაცია

ვარვარას ინიციატივით დაწესებულა

და

თავად მე ხათო ვყოფილვარ ნომინაციაში გამარჯვებული...

ვარვარამ მითხრა, სამსახურში დავბდე დიპლომი

"აუ რაღაც მინდა ვთქვას" თემის დედოფალი

პატაპუტინა

: ))

ჰხოდა, კიდევ საყვარელი ინდიელი ქალი მაჩუქა, თავისი პატარა ბიჭითურთ...

ჰხოდა, მას მერე ეს დიპლომი ჩემი კომპის თავზე,

ინდიელი ოჯახი კი კომპის მაგიდაზე გადმოცხოვრდნენ...

შევხედავ ხოლმე

და

მიხარია..

არ ვიცი რა,

მაგრამ

მიხარია

და

მორჩა ვაჰხთ...


ჰხოდა კიდევ, სიხარულის გარდა ვარვარა მახსენდება...

და

ისიც მახსენდება, რომ

იმ საღამოს მერე აღარ მინახავს...


აღარ მინახავს

და

ვეღარც ვერასდროს ვნახავ....


ისევ ეს საშინელი სიტყვა


ვერასდროს..

ვეღარასდროს....


ჩემი ინდიელი ქალი კი ისევ ძველებურად ეხუტება თავის ინდიელ ბიჭს,

მე ისევ ძველებურად ვეღარ ვარ

"აუ რაღაც მინდა ვთქვას" დედოფალი,

ზოგი ალთას,

ზოგი ბალთას,

ზოგი კი....


სიტყვა იყავ, სიტყვად იქეც






Tuesday, June 8, 2010

jpj'poj'j


ის ქალი აღარ ამოდის "მარშუტკაში"


ყოველ დილით რომ ამოდიოდა..


სად წავიდა ნეტავ


როგორ არის...


მოხუცი იყო უკვე საკმაოდ


ანუჰხთ


ათასი მიზეზი შეიძლება ჩამოვთვალო


თუ რატომ დაიკარგა ეს ქალი...


იქნებ სამსახურიდან გაათავისუფლეს


ან იქნებ ავად არის


ან სხვა დროს ეწყება სამსახური


ან
საერთოდ, სამსახური შეიცვალა


და


34 -ით აღარ დადის...


3აგიეროდ სხვა ქალი მხვდება ყოველ დილით,


ისიც ასაკიანია


60 წელს გადაცილებული იქნება


მაგრამ ისეთი წარმბები აქვს


თავისდსაუნებურად აწეული


ქრონიკული სიამაყე ეტყობა სახეზე...


ვცდილობ ამ ქალზე აღარ ვიფიქრო


საერთოდ არ ვიფიქრო როგორი ქალია


არც იმაზე ვიფიქრო ამოვა თუ არა სამარშუტოში


საერთოდ არ ვიფიქრო


როგორ ვცდილობ, რომ იცოდეთ..


აღარ მინდა..


მაგრამ ფიქრი იმაზე, რომ არ იფიქრო, უკვე ფიქრია


და...


რამდენ რამეს შეუძლია დაგიმტკიცოს


ყოველ წუთს


ყოველ წამს


ყოველ დროს
რომ


არაფერს წარმაოდგენ..


უფრო სწორად, რომ შენი შესაძლებობები საკითარ თავს ვერ ცსდება..


რა არის იმაზე უფრო ამაზრზენად შემაძრწუნებელი
ვიდრე საკუთარი


შეუსაძლისებობა..


არ შეგიძლია და მორჩა!
რამდენიც გინდა ეცადე,


ვერაფერს შეცვლი...


სულსულსულ ვერაფერს...


აი რამდენიც მინდა ვეცადო, ვერასდროს გავიგებ


როგორი სახე ჰქონდა იმ ქალს


დღეს


ჩემს გვერდით რომ იჯდა სხვა სამარშუტოში


და
იმ ერთწუთიანი წითელშუქიანგაჩერებიაანშეჩერებიან მომენტში


ჩემი და მისი ფანჯრები დამეზობლდნენ..


ის კი ერთხელაც კი არ შემმობრუნდა


ჩემსკერნ რომ სახეში შემეხედა..


მერე ის ერთი წუთი ზუსტად ერთ წუთში ამოიწურა


და


ოთხბორბალზეამხედრებულმა რკინის მახინამ


ეს უცნობსახიანინ ქალი


წაიღო სამუდამოდ..


ჩემთვის სამუდამოდ...


ჰხუხ


ვერ ვიტან ამ სიტყვას..


ვერ ვიტან ვერაფერს


რაც სამუდამოა


ვერ ვიტან!








სიზმარში ვხედავდი, რომ დავფრინავდი..


უფრო სწორად


ვცურავდი


ოღონდ ჰაერში...


აი ასე..


გავიქცეოდი


მერე სულ ცოტა ავხტებოდი


და


ჰაერში ჰორიზონტალურად გავიმათებოდი..


მერე უკვე ხელების მოძრაობით ვარეგულირებდი სისწრაფეს


და


სიჩქარეს...


რა კარგი იყო....


რა კარგი იყო, რომ სიზმარი იყო


და


არა ცხადი...


სიზმარი უფრო მეტ შანს უტოვებს ადამიაანს


ვიდრე უსიზმრობა.....


ალბათობია იმისა, რომ იფრინო


ისე


როგორც გუშინ ვიფრინე


სიზმარში უფრო მეტია


ვიდრე


უსიზმარობაში...


მაშ რა საჭიროა


რა საჭიროა


რა საჭიროა..........








ჰხუხ








არავის ძალუძს 2თა მეფეთა მონება








ამიტომაც გავი3მეფევე....