Wednesday, March 17, 2010

მ-ხ


00:42 წუთია

18 მარტი...

ყველა წესის და კანონის მიხედვით უკვე 42 წუთია უნდა მეძინოს..

მაგრამ ვერ ვიძინებ

კი არა და

არ ვიძინებ...


ჩემი მრავალრიცხოვანი თავებიდან ერთ-ერთი ალაბთ იტყვის, რომ 

ეს

უძილობა

კი არა და

დაუძინარობა

იმ ერთი ჭიქა ნალექიანი ყავის დამსახურებაა

სულ რაღაც 2 საათის წინ

რომ 

მივირთვი....


სხვა ნაწილი იტყვის რომ...

რომ ისა...


დღეები რბიან ვით კამათლები

შავ-თეთრი დღეების არის მრავლობა


გასული თვეების რეპორტს ვთხოვ საკუთარ თავს

მინდა შეაჯამონ

ჩემში არსებული 

ქაოსი,

მიჩვენონ ახალი ტენდეციები რომლებმაც ბოლო დროს იჩინეს თავი

და

რაც მთავარია,

დასახონ გზები..

მაგრამ

ყველა დავალება ხომ იმიტომაა დავალება

რომ

ვალად გედოს

ანუჰხთ

იყოს და იყოს...


თუმცა არა, რატომ

აი ახალი ტენდენცია- აღმოჩენილი რამდენიმე წამის წინ...


ბოლო დროს "ფრთხილი" და "დაკვირვებული" "ხათო" დაწინაურდა..

აი ახლაც

თავზე მადგას და ცდილობს არაფერი ისეთი არ დავწერო

ისეთი

როგორიც მას არ უნდა...

მაგალითად ხათოს არ უნდა ვახსენო სიტყვა "დაღლა"

რადგან

მისი აზრით, ხათო არ იღლება!

ხათო არ შეიძლება დაიღალოს

და

არც დაიღლება!!!


ხათოს უნდა აკონტროლოს რაც აკეთებენ სხვა ხათოები

არა რას აკეთებენ კი არა

რატომ აკეთებენ..

აი მაგალითად, რატომ მოუნდა ახლა ამ ყველაფრის დაწერა

და

ხათო

ფიქრობს

ფიქრობს

ფიქრობს

და

არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს დანარჩენ ხათოებში..

ყოველ დღეს ახალ-ახალ რაღაცეებს პოულობს

მაგრამ

არ იმახსოვრებს...

მაშინვე ივიწყებს

რომ

მერე ისევ თავიდან იპოვნოს

და

გაუხარდეს..

პატარ-პატარა გამარჯვებები....

20 მცირე ომი მოერევა

თუ

ერთი დიდი ომი?

კითხვის ნიშანი მოერევა თუ ძახილის ნიშანი?


ხათოს უნდა გაიგოს რა უნდა რომ გაიგოს...



ხათოს რაღაც უნდა


მმმ




2 comments:

Anonymous said...

მეც ძალაინ მაინტერესებს რა მინდა .. ამიტომ სოლიდარობას ვუცხადებ ამ პოსტს!..

babisa said...

me mgonia rom kitxvis nishani da zaxilis nishani sul iomeben da moreva ar iqneba mat shoris :S