Wednesday, January 20, 2010

ნებ


ისა...

იქნებ ადამიანს მართლაც შეუძლია იყოს თავისუფალი..

იქნებ თავის თავზე უფლება მართლა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს

იქნებ სულაც არ არის აიუცლილებლობა იყო თავისუფალი

იქნებ ადამიანს შეუძლია თავისუფლად აირჩიოს თავისუფლება და მონობა

იქნებ ჩემი არჩევანია, რომ მე ვიყო ის

იქნებ ჩემი არჩევანია, რომ მე ვიყო შენ

იქნებ ჩემი არჩევანია, რომ მე ვიყო მე

იქნებ მე მართლა მაქვს უფლება მინდოდეს, არ მქონდეს რამის უფლება


იქნებ იმ ცხრა თვის განმავლობაში

დედის მუცელში

რომ

ვნებივრობდი

მე თვითონ

მხოლოდ მე 

გადავწყვიტე

რომ მინდოდა

ვყოფილიყავი გოგო...

იქნებ მართლა საკუთარი სურვილით დავიბადე


იქნებ ისა....

იქნებ ყველაფერი მართლა ისა...

და ყველა ისა

თუ მართლა იისა

მაშინ

2 თვეში ერთხელ

არა

3 თვეში ერთხელ

ანდაც სულ რაღაც 8 თვეში ერთხელ

სრულიად შემთხვევით

ჩემი სურვილით არა,

შენი სურვილით არა,

უცაბაშად შეგხვდებოდი

და გეტყოდი

რომ

ჩემი სურვილი იყო

ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ გვემოქმედა...




იქნება 1 ელ

ანდაც 2 ჯერ

თუნდაც 3 ჯერ....



იქნება

იქ ნება

იქ იქნება ნება

ნება ჩემი

შენი

სხვისი


იქნებ ცხოვრება უნებური ნებაა ჩვენი...



1 comment:

babisa said...

uneburi neba rogoria :(