Sunday, January 10, 2010

\/


ოჰხთ

ეს მოვალეობები და პასუხისმგებლობები...

კი არა და

მორალური კანონები

ჩემ

ში

რამდენჯერ შევეცადე ვარსკვლავებით მოჭედილი ცით შემეცვალა

მაგრამ

ჯერ კიდევ ვერ გამომივიდა...

არა უშავს

დღეს არა

ხვალე მოვკვდები

სოფელი ასთრე მქმნელია

კი არა და

ერთი კვირაა არაფერი მეწერინება ბლოგზე

და

დანაშაულის გრძნობასავით გამიჩნდა

აი, დაახლოებით ისე,

ფეისბუქზე მთელი თვეები ფეთის მოვლა/პატრონობაში

რომ

ვათენვაღამებდი

და

ახლა

2-3-4 კვირაში ერთხელ

ისევ ამ რაღაც ჯანდაბა პასუხისმგებლობის თუ რაღაცის გამო

რომ

შევდივარ

და

ვბან

ვამხიარულებ

ვაჭმევ

და

დამშვიდებული სინდისით გამოვდივარ :უსერ:


ჰხოდა

ალბათ ადრე თუ გვიან

ცხოვრებაშიც,

ვირტუალური სამყაროს მსგავსად,

ყველაფერი

სიამოვნებიდან მოვალეობაში გადაედინება...

ალბათ,

რეალურად გავა ვირტუალური დრო

და

მოვალეობის  თუ პასუხისმგებლობის 

გამო

ნაძალადევად მოვიკითხავთ თვეში ერთხელ

ერთმანეთს

და

სინდისს დავიმშვიდებთ

რომ

ჩვენი წილი მოვალეობა პირნათლად შევასრულეთ...

ჰხახ

რა სისულელეა ყველაფერი

სისულელეა ის, რაც იყო

და

სისულელეა ის, რაც იქნება

და

მე კიდევ როგორ მიყვარს ეს სისულელეები

კი არა და

ბედნიერი საქართველო ახლა იქმნება

ყველაფერი, ყველაფერი

კარგად

იქნება


თუ არც.......


რამდენ სიცოცხლეს გადის ადამიანი ერთი სიცოცხლის გამვალობაში?

თვლა ამერია

მე

რამ

დენ

ე,

მაგრამ

ვგრძნობ

მერამდენეღაცა დავიწყე........

საინტერესოა ამ შემთხვევაში რას შემოგვთავაზებს ამ სიცოცხლის რეჟისორი

სხვა ჟანრში მინდა ვცადო ბედი

: )

1 comment:

vasasi said...

pesimisturi drama nu iqneba..
:)
ar dagacli, mxiarul gochze gamgereb.. :)