Tuesday, December 15, 2009


იყო და არა იყო რა

იყო ერთი გოგო

ნა

ანდაც ბიჭუნა

ან სულაც იყო ერთი ადამიანი

ანუ არსება

მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო

მთავარია რომ იყო..

იყო და თანაც ისე იყო რომ

არა მარტო

იყო

არამედ

ფიქრობდა კიდევაც

ხანდხან არა...

სულსულსულ

ფიქრობდა ფიქრობდა ფიქრიბდა

და

ეს ფიქრი მას აძლევდა ფორმას და ფერს

მისი ფორმა იყო ყველასაგან განსხვავებული

არც მრგვალი

არც ოთხკუთხედი

არც სწორხაზოვანი

არც ჰეპტადეკაგენური, რომელიც კარლ გაუსმა ააგო 1796 სელს

ფარგლისა და სახაზავის დახმარებით

:როლ:

მისი ფერიც არაერთფეროვანი იყო

და

თანაც ერთფეროვანი

როგორიცაა

მწუნის მრავალგვარი განშტობა

ტონებისა და შეფერილობების მიხედვით

თუმცა ამ ყოველგვარ ფორმაფერით განსხვავებულ არსებას

ერთი  უცნაურად ვერაკარგი თვისება სჭირდა

როგორც კი მისი ფიქრი  სხვა თავისნაირ

ანდაც სრულიან განსხვავებულ ადამიანებს გადასწვდებოდა

მისი ფორმა და ფერი იშლებოდა მარტივ მამრავლებად

და

სრულიად არაფრად იქცეოდა

ამიტომ  იგი ცდილობდა არასოდეს ეფიქრა სხვაზე

რათა

თავისი ბევრმწუანჰეპტადეკაგენურობა შეენარჩუნებინა

მაგრამ სხვების ვერ ნაფიქრი ფიქრები 

მას

ისე ძლიერ აწამებდა

რომ ერთხელ ფიქრში ისეთი რეალობა იხილა

რომელიც მანამდე მხოლოდ სიზმრად ენახა...

ის მიდიოდა მაღლა, სულ მაღლა

ისე მაღლა

რომ ყველაზე დიდი მწუერვალებიც კი 

მასთან შედარებით მხოლოდ ასანთის კოლოფები იყვნენ

მის ირგვლივ იყო

სივრცე

სივრცე

სივრცე

და

მის გვერდით ენთო 

მზე

კაშკაშა

მერე  იყო რყევა

და

ჯერ 

ნისლი ნისლი ნისლი ნისლი ნისლი

და

შემდეგ

ბევრი სინაცრისფრე

მან კი იცოდა რომ

მაღლა

სულ მაღლა

მზე დატოვა

და

გაზაფხული

ამიტომაც მისი ფიქრები ზოგჯერ ამ ნაცრისფერ ნისლსაც არღვევდნენ

და

გაზაფხულზე მიდიოდნენ

მაღლის მაღლა...


სულ ეს არ იყო

კიდევ იყო

მაგრამ

რაც იყო

იყო

ანუ

წარსული........






No comments: