Monday, November 9, 2009

+


”დავიზარდეთ, უკვე იმ ასაკში ვართ, ჩვენს გარშემო შეყვარებული წყვილები აღარ დარჩნენ, უკვე ყველა დაოჯახდაო” - გუშინ ქეთიმ თქვა

და

ასაკის ფაქტორი გუშინ კიდევ ერთხელ გამეჩხირა ყელში... : დ

მერე იყო და დილით, 

დილა ადრიან,

გაჩერებაზე ორი გოგო, ასე 18-19 წლისები

თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ სიცილით

და

და რომ ჩამირბინეს, წინ ”აჭარის” მინებზე აირეკლა

როგორ გარბოდა ორი ახალგაზრდა გოგო

და

როგორ ვიდექი მათ ფონზე

მე - დიდი...

ჰხუხ

აი, საკუთარი ანარეკლი რომ შეგაკრთობს ისე დამემართა

კი არა და

მერე მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი

რომ

გავიზარდე..

და

ამ დროს არ გავზრდილვარ..

ჰხო...ზუსტად ეგრე..

გავიზარდე, მაგრამ ვერ გავიზარდე

და

ეს შეფერხებული, დროსა და სივრცეში არეული ზრდა

ჩემი განწყობის ზრდის

უკუპროპორციულია... : \






პ.ს.  ყოველ დილით, ერთსა და იმავე ქალთან ერთად ვმგზავრობ... ასე 60 წლის იქნება...ექიმია მგონი, იაშვილის კლინიკასთან ჩამოდის ხოლმე... ყოველ დღეს ერთად ვმგზავრობთ და ყოველ დღეს მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებს, რომ ოდესმე ეს ქალი გარდაიცვლება და მე მხოლოდ იმას შევამჩნევ, რომ ”მარშუტკაში” ერთი ადგილი გათავისუფლდა............ : |  არავის დავაკლდებით..... არავინ დაგვაკლდება.....

6 comments:

babisa said...

mec ertsa da imaveebtan vmgzavrob da vcnob da vfiqrob isini tu mcnoben, mara ar vfiqrob mat gardacvalebaze da imedia isnic ar fiqroben chemsaze mmmmm me just adamianebis gamocnobas tamashib da zalian saxalisoa, yoveldge sxvanairs ro xedav da gatvli shentvis ragaceebs :)))

asaki asaki......... ho

tammo said...

ადრეა ჯერ ასეთ რამეებზე საფიქრელად,და ტყუილად არაა ნათქვამი მთავარია გული არ დაბერდეს............. ფიზიკურად ყველა დავბერდებით, როცა იქნება, მთავარი გულია, გული:)

keto said...

ჯერ ერთი, ისევ ახალგაზრდა ხარ;
მეორეც ერთი, ისინი იმიტომ გარბოდნენ და შენ იმიტომ იდექი, რომ ისინი 2ნი იყვნენ, შენ კიდევ ერთი;
მესამეც, მართალია დაოჯახებული წყვილები მართლა მომრავლდნენ, მაგრამ შეყვარებული წყვილებიც ვართ გარშემო ჯერ-ჯერობით :))

keto said...

პ.ს. ქეთო ვარ (კარავის) :)

პერწკლი said...

ვაი.
მეც მეჩხირება ჩემი 24

:S

მე-ხათო said...

babisa said..

ჰხო, მე კიდე ვიცი რომ ეგრე ცდილობენ გაიგონ როგორი ვარ სხვებმაც და ამიტომ ტრანსპორტში სერიოზული სახით ვზივარ, რომ არ მიხვდნენ, რომ..ისა...

tammo said..

ადრე და გვიან არ არსებობს : \

keti said.
ქეთოქეთო :*:*
რაღაც ისე მემალამოვა შენი პოსტი, რომ :ც

პერწკლი said..
შენი 24 რომ გაგეჩხირება, ჩემს 25-ზე იფიქრე და :უსერ :დ :*