Sunday, November 8, 2009

----


კარგი რამეა სხვისი ბლოგი...

აი, უცებ მოგინდება გაიგო 

ვინ 

სად

რატომ

რისთვის

ვისთვის

რისგან

ვისგან

რამდენჯერ

და

შეხვალ და წაიკითხავ

და

მერე შეიძლება აგერიოს კიდევაც

ეს წავიკითხე

თუ მეც იქ ვიყავი მაგ დროსო....

ჰხუხ

მოკლედ, დღეს იმ იშვიათ დღეთაგანია რამდენიმე ადამიანის ბლოგზე რომ შევიჭყიტე

და

წავიკითხე

და

ახლა ვიცი  რომ ის რომელიღაც კონკრეტული ადამიანები

ამა და ამ ადგილას არიან

და

გუშინ იქ იყვნენ

და

ასე გაიფიქრეს

და

იმას აპირებენ

და

ეს უხარიათ

და

ის სწყინთ.........





კი არა და



კარგია მერე ეს ყველაფერი?

მმმ

არ ვიცი....


ის ვიცი

რომ

უიშვიათესად, მაშინ როცა მეც მსგავსობები მინდება

ვჯდები

და

ვხსნი ბლოგის თეთრ ბურცელს

და

მერე ვხურავ....


პ.ს. უამრავი იდეა სიკვდილს ჰგავს - ო

2 comments:

babisa said...

magitom davxure piradi blogi :D

Unknown said...

miyvars sheni originaluri xedva...
yoveltvis rom tan gdevs! :)