Monday, April 13, 2009

ნჭ


ჰხუხ
რაც უფრო მეტი მიგროვდება დასაწერსათქმელი
მით
უფრო მეზარვის წერა,...
ჰხო აბა
საიდან დავიწო
ის რომ
არც კი ვიიც
დროებით თუ სამუდამოდ
უმუშევარი რომ დავრჩი
თუ
ის რომ
გუშინ ჩემი ფეხები გავასეირნე
კი არა და
მთეეელი 18 კმ ვატარე
ძეგვიდან შიომღვიმეში
და
შიო მღვიმედან მცხეთამდე
თუ
ის რომ მთეეელი 2 კვირაა
მეგობრები არ მინახავს
და
მართალია საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია,
რომ
მე და მონატრება ერთმანეთთან ვერ ვმეგობრობთ
მაგრამ
მაინც ისა..
თუ ის,
რომ
დრო და სივრცე
ისევ
დრო -ბენ და სივრცო- ბენ
ჩემ
ში
და
ჩემს
გარეთ
თუ ის,რომ.........


ჰხოდა ამიტომ იმიჯზე ვისაუბრებ
ვისაუბრებ რა დავწერ
1-2-3-4-5-6-7-8
სიტყვას


გუშინ მოვდიოდი არც თუ ისე ტყიანბალახიანხეებიან გზაზე
და
მივაგორებდი წინ კენჭებს
და
კენჭებს წინ უსწრებდნენ ფიქრები
იმიჯზე

იმ იმიჯზე
რომლის შექნაშიც
მე მონაწილეობა არ მიმიღია
მართლა არ მიმიღია
იმიჯი თავად მოვიდა ჩემთან
და
დასახლდა
და
გამაიმიჯა
და
ახლა რატომღაც
ყველას
პირველად თუ მე-100-ედ შეხვედრილს
პირველი ის ეჩხირება თვალებში და....


ადამიანი ჰქმნის იმიჯს
თუ
იმიჯი ჰქმნის ადამიანს?


თუ სხვა ადამიანები ჰქმნიან სხვა ადამიანის იმიჯს
და
მერე ის სხვა
კიდევ
სხვას
და
კიდევ და........



აბლაბუდა!

მერე გაუკვირდებათ რატომ მიყვარს
ობობობობოები

ჩემი ცხოვრება თუ ერთი დიდი აბლაბუდაა
მაშინ ისა....

ჰხოდა...

ყოველდღიურად რაღაცას ვთმობ
აი მაგალითად,
გუშინ შიო მღვიმეში
კენჭები დავაბრუნე
ორი კენჭი
2 თვის წინ წამოღებული.....

No comments: