Sunday, April 5, 2009

:დრუგ:


ვგრძნობ, რომ უნდა ვყოფილიყავი ის
ვინც არვიყავი
რათა გავმხდარიყავი
ის
რადაც მსურდა
ყოფნა

ვიღაცამ სთქუა

მე კი ვიტყვი
რომ
ფეხი ამიცდა დროში
და
წავიბორძიკე

ცოტათი უკან ყოფნა მხოლოდ ტკივილია
ცოტათი წინ - მხოლოდ სიხარული
აწმყო - ბურუსბურუს დოს მარილი აკლია



კი არა და


იდეა!
გამოიგონე იდეა და გაამართლე მომავალი

ვსთქუი მე
მაგრამ
სად მაქვს მაგდენი ფანტაზია...

ჰხუხ


კავშირი დამეკარგა
თუ იპოვნით
დამიკავშირდით
მპოვნელი
დასაჩუქრდება
ჩემი გაღიმებული სახით

კი არა და



აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა


არადა
ჩემი წარსული

ამწყო

და
მომავალი

სრულიად დამოუკიდებელი ერთეულები არიან
რომელთაც
ერთმანეთთან არანაირი კავშირი აქ აქვთ
არათუ
დედა
შვილობა


დროში მიმოვიფანტე
ამკრიფეთ
შემკრიბეთ
ამაწყვეთ
გულზე ჩამომიკიდეთ
და
მატარეთ
როგორც მძიმე ტვირთი



სამყარო ქეთოსავით მოჯადოვებულგაქვევაბულდაამნეზიავებულია
არ გიმღერებთ იავნანას
არ გამოგაფხიზლებთ
არა!
დაე...........


პ.ს. სიზმარში ყაზბეგში ვიყავი...რამდენი ხანია მინდა წასვლა და ვერ წავედი
ჰხოდა სიზმარში ვიყავი ყაზბეგში
და
ძალიან დარწმუნებულლი ტონით
ვამტკიცებდი
რომ
ჩემს ძარღვებში
სისხლის ნაცვლად
ორი სახის სითხე მიედინება..

პირველი - ცისფერი სითხე - იმ დროს, როცა მგონია, რომ მე მე ვარ
მეორე - ზღვის წყალი - როცა ვღელავ

ჰხოდა ასთრე.....