Sunday, March 29, 2009


თოვლი იყო ირიბი,
ალმაცერი

იქაც
იქაც
იქაც
იქაც
და
იქაც

კი არა და

ყოველ წუთს
ყოველ დროს
ყოველ წამს
ყველაფერი მიმითითებს,
რომ
მარჯვნივ უნდა ვიარო....
ალბათ ამიტომაც
მივდივარ
მუდამ
მარცხნივ

No comments: