Saturday, March 14, 2009

ყავამდელი პოსწიკი


დაკვირვებული ვარ - როცა ჯერ სათაურს ვწერ და მერე იმას ვწერ, რასაც ვწერ, ვეღარ ვწერ...
ჰხუხ
სავარაუდოდ, ამასაც არ ეღირსება დაწერა

კი არა და
დაწყებული და დაუმთავრებელი ნაწერები
ცაში
ღმერთს და მიწაზე ჭიანჭველას შეჰღაღადებენ
და
სამართალს ითხოვენ


მეძილღვიძილება - არახალია, ძველია
მაგრამ
დღეს ნამეტნავად
ნეტავ რატომ - იმიტომ ხომ არა 3 ზე რომ დავიძინე და 9 ზე გავიღვიძე
და
ახლაც მიდუმილებული ვზივარ სამსახრში
უფრო სწორედ ვდივარ
კი არა და
ვწივარ
ანუ
ვწევარ
როგორ მოვაღწიე აქამდე არ მახსოვს - უცებ გაავცნობიერე რომ სამსახურში ვარ და მომენტალურად დავიხედე, ხომ მაცვია ტანსაცმელი, ისე ხომ არ წამოვედიმეთქი
ჰხეჰხეჰხე - არადა სულაც არ იცნებოდა სასაცილო,
მაგრამ
ჩემი თავისგან არ გამიკვირდებოდა
:უსერ:
რეებს ვბოდიალობ
უფრო სწორად რაებს
ასე მასწავლეს, მაგრამ მე უფრო მერეება ვიდრე მერაება

მეორე ჭიქა ყავა მიდგას წინ
ამინდი შესაბამისი
მუსიკას ვერ ვრთავ - სამსახურია მაინც

ჰხუხ
არადა ისეთი სიმღერა გადმოვწერე
ჩემს ძილღვიძილს რომ გააასპროცენტებდა

ჰხოდა ისა
ყავა
ოთხკოვზყავიანი სითხის ოხშივარ
ცხვირში მიღიტინებს
დაშუბლზე მეწერება
”დამლიე”

არ ვჩქარობ...მეზარება გამოფხიზლება...
კი არა და
აა..ოო..ეე..
დასრულდა იდილეა
ნუ მელაპარაკებბით როცა ვწერ ვაჰხთ
და
თუ მელაპარაკებით
ნუ მეკითხებით
და
თუ მეკითხებით ნუ მოითხოვთ პასუხს...
ჰხუხ

ყავამდელი შეკითხვა საკუთარ თავს - გირგვლიანი გირჩევნია იყო თუ რობაქიძე
ყავამდელი პასუხი საკუთარ თავს - რა თქმა უნდა რობაქიძე, უფრო ნაკლებად მკვდარი ვიქნებოდი...

კი არა და

მიცვალებული რაც დრო გადის უფრო კვდება?
ანუ
ერთხელ რომ მოკვდები
მოკვდები
და
მორჩა
თუ
ყოველდღე
ცოტცოტა კიდევ კვდები?
არ იცით?
არც მე..
რომ მოვკვდები
გეტყვით


კი არა და

დამიწება

ტუ-ტუ-ტუ
კავშირი გამორთულია....
ვთიშავ
და
ვთიშვარ
და
ვშიშვარ

No comments: