Thursday, March 12, 2009

იმუნიტეტი


ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული!

ეს აქამდეც ცხადი იყო
მაგრამ
ახლა თეორიულ მტკიცებულებეს
უკვე
პრაქტიკაშიც ვამტკიცებ

ჰხოდა ასე

მიშვება იწვევს ჩაშვებას
სად
არ
ვიცი
ჰხოდა ის დროა
სადავეები მოვქაჩო

მაგალითისთვის:
ყოველთვის მქონდა 1-2-3 და ზოგჯერ 4-5-6
მყააარი
პრინციპი
თუ
კანონი
თუ
დებულება
თუ
ისა... რა ჰქვია...
მმ
რასაც საკუთარ თავს ვუწესებდი
და
არ ვუხვევდი

ხათო!
შენ არ უნდა...
არ უნდა
არ უნდა
არა
არა
არა
შენ არა!!!


ჰხოდა ბოლოს ყველაფერი მივუშვი
აბსოლუტურად ყველაფერი

თავდაცვშეწინააღმდეგების იმუნიტეტი გავანულე

გეტირება? - იტირე!
გეცინება? - იცინე!
გიხარია? - გაიხარე!
გეფიქრება? - იფიქრე!

არავითარი წინაღობა!

ჰხოდა
ფსიქოლოგიურმა გამოუიმუნიტეტობამ
ფიზიკური
გამოფიტვა გამოიწვია
როგორც სჩანს
ისე
სჩანს


კი არა და

შედეგი:
თუ დაახლოებით ბოლო 10 წლის მანძილზე გაციებული

კი არ ვყოფილვარ
ბოლო
1 თვეში
უკვე მეორედ გავვირუსდი
და
გავსიცხიანდი

ჰხოდა რა
არც არაფერი
ამ ყველაფრის მიუხედავად
გამიხარდა
რომ
მაინც
1
მთლიანობა ვარ
და
რომ ერთის დარღვევა
მეორის დასუსტებას იწვევს
და
ერთის გაძლიერება
მეორესაც აძლიერებს
და
მეორე მესამეს
და
მესამე მეოთხეს
და....


გინდა იყო ძლიერი? იყავი!

სულ ესაა

:)

1 comment:

kavtaradze said...

momewona :)
eg imuniteti martlac ar chirdeba adamians :)
patamedvedeva magari xar!