Thursday, March 5, 2009

ჰხ


გუშინ
საცობში ნახევარი საათის განმავლობაში
ჩემი რა და 15 ნომერი მინიბუსის გვერდით
ერთი მანქანა იყო გაჭედილი...
რა ფირმის იყო და ნომერი და მონაცემები არ მახსოვს
უბრალოდ
მანქანაში იჯდა მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ბიჭი
და
მთელი ნახევარი საათის განმავლობაში მთელი გულით მღეროდა....
რას მღეროდა არ ვიცი
ან სმენა ჰქონდა თუ არა
ან რა ენაზე მღეროდა...
უბრალოდ, თავისთვის...დარწმუენბული, რომ ვერავინ ხედავდა და ვერავინ ამჩნევდა...
ჰხოდასაცობი რომ გაიხსნა და ყველა ჩვენი გზით წავედით
რაღაცნაირად
გული დამწყდა
რომ
ეს ბიჭი ვერასდროს გაიგებს, როგორ გამამხიარულა მისმა სიმღერამ...

ისევე როგორც
აწ უკვე პირისაგან მიწისა აღგვილ კაფე რუსთაველში
2-3 წლის წინ შემოსულმა ვიღაც უცნობმა
ვერ გაიგო
როგორ ჰგავდა სუპერმენს
არადა
რომ გაეგო
იქნებ გაჰხარებოდა და იქნებ საერთოდ ცუდ ხასიათზე იყო და თავისი სუპერმენობის შეყობის შემდეგ იმ დღეს მაინც გალაღებულგახარებულიყო და....

ვერც ის 4 ადამიანი გაიგებს
რომ
დღეს რატომღაც
ოთხივე ერთად შემოიპარა ჩემს სიზმარში
და
ოთხივეს წყალობით
დილა
ღიმილით დავიწყე...

და კიდევ რამდენი მოგონება იგონება და ოფლიანდება ჩემს სულში
ისე
რომ
მთავარმა მოქმედმა გმირმებმა
საერთოდ
საერთოდ
საერთოდ
არაფერი იციან....


და
იქნებ მეც....იქნებ
იქნებ
ვინმეს მეხსიერებაში
კადრში შემთხვრევით მოხვედრილივით ვარ
ასახული
და
იქნებ...






კი არა და

რატომღაც მგონია, რომ
ცხოვრება
ბევრად
უფრო თბილი და ფერადი იქნებოდა
რომ არა...
ისა...
მმმ...

No comments: