Tuesday, March 3, 2009

;


ასე ყოფილა
ასეა
და
ასე იქნება
ალბაათ


წლებს წლებთან ერთად
თურმე
ქვებიც მოაქვს
ქვები
და
ლოდები
ზოგჯერ კენჭებიც...


ამოშენება
ამოქვავება
ამოლოდება


დროს დროსთან ერთად
ადამიანური ნაწილაკელემენტებიც მიაქვს

თუურმე




ადამიანის გამოფიტვა ადამიანურობისაგან ადამიანის უპირველესი თვისება



ვსთქუი მე...


კი არა და


გუშინ არა და გუშინის გუშინ აცრემლებული თვალები ვიხილე... საკუთარი გულწრფელობისგან აცრემლებული და რატომღაც, ძალიან, ძალიან, ძალიან შემეშინდა, რომ წლები მის ბავშვობასთან ერთად ამ გულწრფელობასაც წაიღებს და გამომშრალ მოჩვენებითად მშვიდ თვალებსღა დატოვებს


მე კი არაფერი შემიძლია
მე დროს ვერ წავართმევ დროს
ვერც წლებს დავუმალავ წლებს
ვერც გულწრფელობას გადავარჩენ
ვერც ბავშვობას შევუნახავ სიბერეს
მითუმეტეს
სხვის ბავშვობას...

მე
უბრალო
მაყურებელი

მაყურებელი
უკვე დროს გატანებული გულწრფელობისგან დაცლილი მოჩვენებითად მშვიდი თვალებით

No comments: