Tuesday, March 24, 2009

დასკვნა ნომერი 872472147


აჰხა..
მოსულა უკვე 2ის ნახევარი
რაც იმას ნიშნავს
რომ
ხათო ახლა ადგება,
ჩავა ”ზემელში”
და
იყიდის
გამხმარგამოფიტულუცხიმო ლობიანს....
ასე ხდება სულ
სულ
და
სულ
და
სულსულსულ
ყოველ დღეს
2-ის ნახევარზე ჩავდივარ და ვჭამ ლობიანს
და
ჯერ არცერთხელ არ მიკითხავს ლობიანისთვის
უნდა კი რომ ვჭამ?
ჰხუხ
რამ გამახსენა...

დილიდანვე ამომაჩემდა,
რომ
დღეები რბიან ვით კამათლები
შავ-თეთრ-მონაცრისფრო დღეების არის მრავლობა

ტყუპები, როცა ერთმანეთს სა80რად ჰგვანან
რაც არ უნდა განსხვავებულკად ჩააცვა
და
სხვადასხვა ვარცხნობა გაუკეთო
მაინც ერთმანეთს
ემგვანებიან
ჰხოდა დღეებიც ასეა....
ტყუპი დღეები
სხვადასხვაგვარად შეფერადებული მაგრამ მაინც ერთმანეთის ანალოგები...

დღევანელი დილა = გუშინდელ დილას = ხვალინდელ დილას
და ა.შ.
კი არა და
ფიქრიც კი ყოველ დილით, 10:03 წუთზე
სახლიდან გამოსვლისა და ქუჩაში გადასვილსას
”საქართველო 1ად1 ქვეყანაა, სადაც ცალმხრივ ქუჩებზეც კი ორივე მხარეს უნდა გაიხედო”...

ჰხოდა ასთრე
კი არა და
ისთრე...
გუშინ დიიდი დღე ჰქონდა ჩემს სტომატოლოგს
როგორც იქნა ეშველა
და
მასთან ერთკვირიანი ვიზიტი დავასრულე
როგორც თავად ამბობს,
მის პრაქტიკაში ყველაზე რთული ერთი კვირა დასრულდა...
არც გაემტყუნება.. ალბათ მართლა ძნელია კბილი დაუპლომბო პაციენტს, რომელიც პირს არ აღებს...
ჰხუხ
:უსერ:
ჰხოდა გუშინ ჩემთვისაც დიიიდი დღე იყო
დიდი რა....24 საათიანი
მაგრამ მაინც...
აღმოჩენა ნომერი 903848274

სრულიად მარტივია აკონტროლო უკონტროლო სიტუაციებიც კი
თუ მოინდომებ!
და ამასთან..კიდევ ერთხელ....
ადამიანების შესაძლებლობები იმდენად უსაზღვროა,
რომ...
როოომ....
როოოოომ....
ისა...
მაგალითისთვის


ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღეს მიხდებოდა სტომატოლოგთან მისვლა... კბილის დაპლომბვის თუ დაბჟენის დროს მიკეთებდა ანესთეზიას, როგორც ხდება ხოლმე .... ჰხოდა ერთხელაც დამაინტეერსა, რამდენადაა შესაძლებელია აკონტროლო ანესთეზიის მოქმედება...ბოლოსდაბოლოს, რაღაც პატარა სითხე როგორ უნდა მოერიოს ამხელა ორგანიზმს კი არა და ME ვაჰხთ, შედეგად მივიღე ის, რომ ნახევარი ამპულის ნაცვლად სტომატოლოგს მოუწია ზუსტად 4 ამპულა ანესთეზიის გაკეთება და შედეგი იყო ნული, ანუჰხთ საერთოდ არ დაბუჟდა ყბა გარკვეულწილად მოვაღწიე ანუ მიზანს...

ნუ მართალია, სტომატოლოგისგან წამოსვლის სემდეგ, როცა ორგანიზმი მოეშვა, ოთხივე ამპულამ ერთად იმოქმედა, მაგრამ მაინც........ : DD


ჰხოდა ამით იმის თქმა მინდოდა, რომ
იმის რომ
როომ
როომ
ისა..

არაფერი

ჰხუხ
მთელ 15 წუთია ზემელში ერთჳ საწყალი ლობიანი დევს და მელოდება
როდის მივალ
და
შევახრამუნებ

გავიქეცი

:ც

1 comment:

Dv0rsky said...

მომეწონა, კაი პოსტია :)
ლამაზადაა დაწერილი.