Tuesday, February 24, 2009

========


არ ვიცი სად იბადება ემოცია და სად კვდება
რისი ნაზავია ემოცია
რა ზრდის
რა ბადებს
რა კვებავს
რა კლავს
რა რჩება მისგან
რა არ რჩება
არ ვიცი
ვინ არქმევს სახელს
ვინ არ არქმევს
მე
ვერ....
არადა
მინდა
დავასხელემოციავო
გავასახელო
ალბათ იმიტომ რომ
უსახელო ემოციები
უსახელო კვალს ტოვებენ
და
უსახელო შეგრძნებას
კი
უსახელო მეთოდები ვერ მკურნალობენ

სახელ



რამდენი ხანია მინდა ამ შეგრძნების დასეივება
რომ მერე
უკვე
ემოციისგან დაცლილმა
გავიხსენო
და
ვიფიქრო, ვიფიქრო, ვიფიქრო, ვიფიქრო, ვიფიქრო
და
დასკვნა გამოვიტანო

კი არა და

არ ვიცი...


რა შეიძლება ერქვას სიხარულის, მწუხარების, ტკივილის, სინანულის, იმედის, იმედობის,აღფრთოვანების, დაღფრთოვანების, აჟიტირების, ჩამოჟიტირების, სიცილის, ტირილის,წარსულის და მომავლის ნაზავს?


უბედურებით განცდილ ბედნიერებას
გულამოსკვნილ ქვითინამდე მისულ სიცილს
არარაობის გახორცსულიერებას

არ ვიცი
არ ვიცი
მაგრამ
ვიცი
რომ
შემიძლია ამ ყველაფერს ვიემოციებდე
და
შე
ვიგრძნობ
დე
თან მხოლოდ მაშინ...
მხოლოდ მაშინ...

No comments: