Monday, February 9, 2009

ბჟუტურ-ბჟუტურ


წასვლა სჯობს წარმავალისა
არ დაყოვნება
ხანისა

დილო დელა

კი არა და

როდის დგება წასვლის დრო

როცა ყველაფერი კარგადაა
თუ
როცა უკვე ყველაფერი ცუდადაა?

ნუ იცრიცები
გავიცრიცები
გავნაცარდები
ვერ ავალდები
ვერც გავცეცხლდები
გავკოცონდები
ვერ
არ
ნურ


ჯერ მწუხარე ვარ
შავით მოსილი
ან არც მოსილი
და არც მწუხარე

უბრალოდ
მაინც
ჯერ დუმილია
დიდი დუმილი
მერე იქნება
ფიქრი
მსჯელობა
მითქმა
მოთქმა
მიდგმა
მოდგომა
ჩემი მოგომა....
ნაკურთხია
ან
დაწყევლილი....


ყოველი წუთი ყოველი დღე ყოველი წამი
მარწმუნებს
ანდაც ვერ მარწმუნებს
თუმცა კი სურს რომ დამარწმუნოს
დაურწმუნები
რომ
ყველაფერი
ყველაფერი
ყველაფერი
ყველაფერი
სულ
ერთი ფერია
და იგივეა
და დედამიწა წრეზე კი ბრუნავს
მაგრამ ყოველი წარმავალი
გაყინულია
გაქვავებული

ქვა
ქვა
ქვა


ჭეშმარიტად ქვა უნდა იყო!

არადა ჯერ კენჭი ვარ
პატარა მწუნე კენჭი

გავქვავდები
და
გავლოდდები

მანამდე კი
მანამდე კი
მანამდე კი


როდის დგება წასვლის დრო
როცა ყველაფერი
თუ
როცა არაფერი?
როდის...

No comments: