Monday, December 29, 2008

ნასიცხარი


არ მომიტყუებია!

ყველა ადამიანი იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ

უბრალოდ

ზოგი გადაჭარბებით აფასებს საკუთარ თავს, ზოგი პირიქით...

შესაბამისად

ხშირად ჩნდება კითხვა

რატომ ხდება ასე და არა ისე...

სულ მარტივია

მეტი არ დაგიმსახურებია.

ჰხოდა მეც ერთი

ჩვეულებრივი ადამიანი ვარ

არაფრით განსხვავებული

სულსულსულ

არაფრით...

იცით როგორი?

როგორი და როგორიც ირაკლი ჯავახაძემ ”ადამიანი ზერო”-ში აღწერა

”არაფრით გამორჩეული ადამიანი მე არ ვარ................
ჩემნაირებზე არაფერს წერენ........
ჩემნაირებზე არაფერს წერენ, თუ მაინცდამაინც ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი არ შევიქმენით...
თუმცა, ამის ალბათობა ნულის ტოლია....
მანქანა ჯერ არ დამჯახებია(მხოლოდ მეტროთი ვსარგებლობ და მხოლოდ მიწისქვეშა გადასასვლელით გადავდივარ ქუჩის მოპირდაპირე ხარეს); ჩემს ბინაში ხანძარი არ გაჩენილა და ალბათ არც არასდროს გაჩნდება (ოჯახის ბიუჯეტი გაზისა და ნავთის შეძენის საშუალებას არ იძლევა); არც ქუჩაში გადავყრივარ მოძალადეს, რომელიც დაუყოვნებლივ გამიყრიდა დანას, როდესაც ვთქვათ შეშინებული მანდილოსანის ღირსებას დავიცავდი (საეჭვო პირების გამოჩენისას გადასასვლელის ძებნას ვიწყებ და ყოფილა შემთხვევა, ქუჩა ზევიდანაც გადამიჭრია)

ერთადერთი რაც რჩება-თვითმკვლელობაა..
მაგრამ ჩემნაირები თავს არ იკლავენ...
ჩვენ ღრმა მოხუცებულობამდე ვცხოვრობთ და ლოგინში ხანგძლივი ტანჯვა-წვალების შემდეგ ვკვდებით...
აბა, ჩემნაირებზე ვინ რა უნდა დაწეროს?!
ჩემნაირებზე მე ვწერ"

ჰხო..აი ასეთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელზეც მე თუ არ დავწერემ სხვა ვერაფერს დაწერს :ც

არადა რა უნდა დავწერო? არც არაფერი...

ყველაზე ძალიან რაც მაშინებს გადაჭარბებული შეფასებებია....

 არ არსებობს ბოლომდე კარგი და ბოლომდე ცუდი ადამიანი!

შესაბამისად, 

ალბათ სჯობს ადამიანი თავიდან ცუდი გეგონოს, რადგან მერე მასში აღმოჩენილი სულ მცირე სიკეთის მარცვალიც კი განსაკუთრებით კარგი დასანახია

ისევე, როგორც

”კარგ” ადამიანში დანახული სულ მცირე ”ცუდიც” კი საშინლად მოქმედებს...

და აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, როცა სულაც არ მსიამოვნებს, როდესაც კარგ ადამიანად აღმიქვამენ......

ჰხუხ....

კარგი-ცუდი რამ გაყო

კი არა და

3დღეში ახალი წელი მოვა

ამბობენ....

არადა მე ვიცი რომ არ მოვა

მგონი იმ რადიოს წამყვანმა

დისკ ჯოკეიმ

თუ

დი ჯეიმ აც იცოდა

რომ არ მოვა წელს ახალი წელი

ისე ნაძალადევად გაიცინა, ხალხს რომ ულოცავდა ახალ წელს, 

რომ

მივხვდი!

მანაც იცის, რომ 2008 წელი არ დამთავრდება 3 დღეში....

მაგრამ რა აზრი აქვს ამის თქმას, მაინც არავინ დამიჯერებს

დაე, იფრინონ როგორც სურდეთ!

სიცხე მაქვს, უკვე მეორე დღეა

არ ვიმჩნევ!

ისაო...

ყველაზე შეურაცხმყოფელი ისაა როცა იგნორს გიკეთებენო

ჰხოდა ვაიგნორებ სიცხეს, რომ შერცხვეს და გამეცალოს!

გარედან სიმღერის ხმები შემოდის...

რესპუბლიკის მოედანზე უკვე 5 დღეა ბავშვებს ატყუებენ ახალი წელი მოდისო

რატომღაც ქართველებისთვის მაკარენა ახალ წელთან ასოცირდება

თურმე...

როდის აქეთ ან რატომ - არ ვიცი...

მიხარია, რომ ბავშვი არ ვარ....

მიხარია, რომ......

გონება მებინდება წამში 180კმ სიჩქარით...

თვალებიდან  იპარება სიცხე და ლოყებზე ჩამოდის...

ვხურვარ...

მთავარია შევინარჩუნო სიმშვიდე და არ ავყვე როვოკაციას

თუ როგორ გვაფრტხილებდნენ მაშინ?

ჰხო, დაახლოებით ეგრე...

შეუმჩნევლობის ხელოვნება!

რაც დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ მართალი იყავი!

3 წუ ხარ ოდ

ერთი შტრიხიც კი!

ერთი შტრიხიც კი!

ერთი შტრიხიც კი!

ვინ დავაჯერო, რომ................

No comments: