Monday, October 6, 2008

მომავალი უკვე დაიწყო!

ძალიან მარტოვად

გვიცადა გვიცადა გვიცადა

ვერ მოგვიცადა

და

ჩვენ, წარსულში ცალფეხხელსახე ჩარჩენილებისათვის

მომავალი დაიწყო....

სასაცილოა

ან პირიქით....

არადა სატირელი სულაც არ არის სასაცილოს ანტონიმმი

და

საერთოდაც

ჩვენ, პირობითად ადამიანებბი

ძალიან ბევრის უფლებას ვაძლევთ ჩვენს თავს

აი მაგალითად ანტონიმი

ჩვენ ვინ გვეკითხება....

კი არა და

წინადადებების მრუდე გზით გადახვევა

მომავალს ვერ შეაჩერებს

- ვსთქუი მე და არ გავიარე

დავრჩი ნახევარგაწარსულებულგამომავლებული

მომავალი უკვე დაიწყო!

ვინ მითხრა და დამაჯერა იმაში, რაც არავის უთქვამს და არავის უცდია დაეჯრება

არადა მჯერა

ასჯერ და ატასჯერ და ათიათასჯერ

ნათქვამზე ძლიერ

მჯერა

რომ 

რაღაცეები

ბევრი რაღაცეები

ძალიან ძალიან ბევრი რაღაცეები

ჩემთვის უბრალოდ

არ შეიძლება..............................

არც მომავალში!

No comments: